https://sputnik-georgia.com/20211201/ra-siaxleebia-mosalodneli-saqartvelos-skolebsi-2022-wels-262531453.html
რა სიახლეებია მოსალოდნელი საქართველოს სკოლებში 2022 წელს
რა სიახლეებია მოსალოდნელი საქართველოს სკოლებში 2022 წელს
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო გეგმავს, ახალი წლიდან სკოლების ავტორიზაციისა და დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნის პროცესი დაიწყოს 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T23:52+0400
2021-12-01T23:52+0400
2021-12-01T23:52+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23840/82/238408280_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_89d9114a70c551d73bf1dee4978d3aa0.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. კონკურსები დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის, სკოლების ავტორიზაცია - ეს ის სიახლეებია, რომლებიც 2022 წლიდანაა დაგეგმილი და რომლებზეც საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.სკოლების ავტორიზაცია გულისხმობს სკოლების შემოწმებას სწავლებისა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაზე.მინისტრის თქმით, სკოლების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ნიუანსი, ამიტომ პროცესი არ იქნება სწრაფი.„გაისიდან დავიწყებთ გარდამავალ ეტაპს. არ მინდა საზოგადოებამ ისე გაიგოს, რომ ხვალ ვიწყებთ ავტორიზაციას და შევედით სკოლებში, ეს არარეალისტურია. ძალიან კარგად ვიცით, ახლა რა ხდება სკოლებში. ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მივიდეს ევროპულ სტანდარტთან, რომელიც ქვეყანაში აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს. გრაფიკთან დაკავშირებით, ყველა სკოლაში 2022 წლიდან იქნება გარდამავალი პერიოდი, რომ ყველა სკოლაში მომზადდეს საფუძველი და დაიწყოს მუშაობა, რათა მზადყოფნა ჰქონდეთ ავტორიზაციისთვის“, - განაცხადა ჩხენკელმა.მისი თქმით, სრულად ავტორიზაციის პროცესი 2026 წლისთვის დასრულდება.2022 წელს სკოლები ახალი მასწავლებლებით შეივსება.„ვაკანსიები გაჩნდა, შესაბამისად, იანვრიდან სკოლებში კონკურსები დაიწყება. კონკურსები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე და საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს“, - აღნიშნა ჩხენკელმა.საკონკურსო შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები იქნება საგნის ცოდნა და მისი სწავლების უნარი, აღნიშნა მან.ამასთან, მინისტრმა დასძინა, რომ ახალი მასწავლებლები შეცვლიან იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდები და ვერ შეძლეს სტატუსის ამაღლება.კიდევ ერთი სიახლე 2022 წელს იქნება სკოლის დირექტორების კონკურსი.„პირველი მიზეზი, რატომ გადაიდო დირექტორების კონკურსი, გახლავთ პანდემია. ხოლო მეორე - ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩამოყალიბდა სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ევროპული ტიპის სკოლის ჭეშმარიტი ლიდერი. 2022 წელს დირექტორების კონკურსი ჩატარდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.სულ საქართველოში 2.308 საჯარო სკოლაა. სკოლებში მუშაობს 63 ათასამდე მასწავლებელი და სწავლობს 624,5 ათასი მოსწავლე.
https://sputnik-georgia.com/20211201/daubrundeba-tu-ara-saqartvelo-onlain-ganatlebas-ras-fiqrobs-ministri-262530311.html
https://sputnik-georgia.com/20211126/skolebsi-koronavirusis-gavrcelebis-macvenebelma-daiklo-262394677.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23840/82/238408280_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_49bc4ae84134c98d1d4c19001d7c7ef5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში
რა სიახლეებია მოსალოდნელი საქართველოს სკოლებში 2022 წელს
განათლების სამინისტრო გეგმავს, ახალი წლიდან სკოლების ავტორიზაციისა და დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნის პროცესი დაიწყოს
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. კონკურსები დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის, სკოლების ავტორიზაცია - ეს ის სიახლეებია, რომლებიც 2022 წლიდანაა დაგეგმილი და რომლებზეც საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
სკოლების ავტორიზაცია გულისხმობს სკოლების შემოწმებას სწავლებისა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაზე.
„ყველა სკოლა ავტორიზაციას გაივლის. მიზანი არის ის, რომ სკოლა აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტს. სკოლის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი, უპირობოდ არის მასწავლებლის ხარისხი, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და პროგრამა“, - აღნიშნა ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, სკოლების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ნიუანსი, ამიტომ პროცესი არ იქნება სწრაფი.
„გაისიდან დავიწყებთ გარდამავალ ეტაპს. არ მინდა საზოგადოებამ ისე გაიგოს, რომ ხვალ ვიწყებთ ავტორიზაციას და შევედით სკოლებში, ეს არარეალისტურია. ძალიან კარგად ვიცით, ახლა რა ხდება სკოლებში. ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მივიდეს ევროპულ სტანდარტთან, რომელიც ქვეყანაში აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს. გრაფიკთან დაკავშირებით, ყველა სკოლაში 2022 წლიდან იქნება გარდამავალი პერიოდი, რომ ყველა სკოლაში მომზადდეს საფუძველი და დაიწყოს მუშაობა, რათა მზადყოფნა ჰქონდეთ ავტორიზაციისთვის“, - განაცხადა ჩხენკელმა.
მისი თქმით, სრულად ავტორიზაციის პროცესი 2026 წლისთვის დასრულდება.
2022 წელს სკოლები ახალი მასწავლებლებით შეივსება.
„ვაკანსიები გაჩნდა, შესაბამისად, იანვრიდან სკოლებში კონკურსები დაიწყება. კონკურსები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე და საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს“, - აღნიშნა ჩხენკელმა.
საკონკურსო შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები იქნება საგნის ცოდნა და მისი სწავლების უნარი, აღნიშნა მან.
ამასთან, მინისტრმა დასძინა, რომ ახალი მასწავლებლები შეცვლიან იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდები და ვერ შეძლეს სტატუსის ამაღლება.
კიდევ ერთი სიახლე 2022 წელს იქნება სკოლის დირექტორების კონკურსი.
„პირველი მიზეზი, რატომ გადაიდო დირექტორების კონკურსი, გახლავთ პანდემია. ხოლო მეორე - ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩამოყალიბდა სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ევროპული ტიპის სკოლის ჭეშმარიტი ლიდერი. 2022 წელს დირექტორების კონკურსი ჩატარდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
სულ საქართველოში 2.308 საჯარო სკოლაა. სკოლებში მუშაობს 63 ათასამდე მასწავლებელი და სწავლობს 624,5 ათასი მოსწავლე.