https://sputnik-georgia.com/20211126/skolebsi-koronavirusis-gavrcelebis-macvenebelma-daiklo-262394677.html
სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა დაიკლო
სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა დაიკლო
Sputnik საქართველო
მესამე კვირაა, რაც სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. 26.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-26T16:51+0400
2021-11-26T16:51+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909508_0:319:3074:2048_1920x0_80_0_0_b063a83a26bb0923b18840a1a100da25.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. გასული ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც უწყებაში განაცხადეს, დღევანდელი მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და 358 ცალკეული კლასი იმყოფება.სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%.ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების 0.3%-ს დაუდასტურდა.სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი იმყოფება.განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.
https://sputnik-georgia.com/20211105/unicef-saqartvelos-skolebs-koronavirusis-damcavi-sasualebebi-gadasca-261811722.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909508_294:329:2587:2048_1920x0_80_0_0_3e54619d34a2bc63fc0f3a0fbb4c68c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , covid-19
სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა დაიკლო
16:51 26.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) მესამე კვირაა, რაც სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. გასული ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
როგორც უწყებაში განაცხადეს, დღევანდელი მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და 358 ცალკეული კლასი იმყოფება.
სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების 0.3%-ს დაუდასტურდა.
სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი იმყოფება.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში COVID-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სასწავლო წლის ბოლომდე სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.