UNICEF-მა კორონავირუსისგან დამცავი საშუალებები საქართველოს სკოლებს საჩუქრად გადასცა

© Sputnik / STRINGERსაკლასო ოთახის დეზინფექცია
საკლასო ოთახის დეზინფექცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით აქტიურად თანამშრომლობს UNICEF-თან.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. გორის მე-3 საჯარო სკოლას კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო საშუალებები, მათ შორის 140 ტონა სადეზინფექციო ხსნარი საჩუქრად გადაეცა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სკოლას სადეზინფექციო ხსნარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გადასცა იაპონიის სრულუფლებიან ელჩთან იმამურა აკირასთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან ერთად.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული საჩუქარი დამატებითი მხარდაჭერაა დონორი ორგანიზაციის მხრიდან, რაც პანდემიის მართვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კორონავირუსი სკოლებში: დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა გადავიდა
ეკატერინე დგებუაძემ იაპონიის ელჩსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ UNICEF-ი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან აქტიურად არის ჩართული სკოლებში ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს კოვიდ-ვაქცინაციასთან დაკავშირებით UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით 3 ათასამდე პედაგოგი დაესწრო.
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს, 4 ოქტომბრიდან კი სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდა.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების გამო დისტანციურ სწავლებაზე 200-ზე მეტი სკოლა და 700-ზე მეტი ცალკეული კლასია გადასული.
ყველა ახალი ამბავი
0