https://sputnik-georgia.com/20211029/koronavirusi-skolebsi-distanciur-swavlebaze-218-skola-gadavida-261603833.html
კორონავირუსი სკოლებში: დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა გადავიდა
კორონავირუსი სკოლებში: დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა გადავიდა
Sputnik საქართველო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ისევ მოუწოდებს სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ... 29.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-29T18:27+0400
2021-10-29T18:27+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452830_0:254:3072:1982_1920x0_80_0_0_7434047ff13928f52f95cafebb93da94.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა და 415 ცალკეული კლასი გადავიდა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, სასწავლო დაწესებულებებში ინფექციის შიდა გავრცელება მართვადია და დროული რეაგირების გამო სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,6%.ამასთან, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკ-ჯგუფში მყოფი 142 მასწავლებელი.სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება; სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო ყველა საშუალებით. ამასთან, განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.
https://sputnik-georgia.com/20211029/medpersonalis-30-procenti-aucrelia-261588174.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452830_263:280:2621:2048_1920x0_80_0_0_be61876bb704d7857d715c3d498c9d8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , covid-19
კორონავირუსი სკოლებში: დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა გადავიდა
18:27 29.10.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ისევ მოუწოდებს სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა და 415 ცალკეული კლასი გადავიდა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასწავლო დაწესებულებებში ინფექციის შიდა გავრცელება მართვადია და დროული რეაგირების გამო სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.
„ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა. ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,6%.
ამასთან, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკ-ჯგუფში მყოფი 142 მასწავლებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება; სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო ყველა საშუალებით. ამასთან, განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.