https://sputnik-georgia.com/20211029/medpersonalis-30-procenti-aucrelia-261588174.html
საქართველოში სამედიცინო პერსონალის 30% ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული
საქართველოში სამედიცინო პერსონალის 30% ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები სამედიცინო პერსონალს მაღალი რისკის ჯგუფად ასახელებენ, ამიტომ ისინი ექიმების სავალდებულო ვაქცინაციას საჭიროდ მიიჩნევენ. 29.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-29T12:17+0400
2021-10-29T12:17+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877813_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_e4b38a76519738d689e701c710ee59b9.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ვაქცინირებულია სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა 72%, რაც დაბალ მაჩვენებლად ითვლება, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური სააადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ Palitranews-ის ეთერში.ჩხაიძის თქმით, აუცილებელია ისეთი მეთოდების მოძიება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინაციის მაჩვენებელს არა მხოლოდ მედპერსონალს შორის, არამედ მთლიანად მოსახლეობაში.„სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე უნდა იყოს. რეალურად მედპერსონალის 72%-იც რომ იყოს აცრილი, ჩვენ არავაქცინირებული ექიმების 30% გვრჩება", – განაცხადა ჩხაიძემ. მისი განცხადებით, ვაქცინაციაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი მოქალაქეებში აცრის თაობაზე არასაკმარისი ინფორმირებულობაა, ამიტომაც ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად საჭიროა სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში საზოგადოების მეტად ინფორმირება.„ადამიანებს არ სჯერათ კორონავირუსის, როგორც სერიოზული დაავადების. არ სჯერათ მასთან დაკავშირებული რისკების, ეჭვი ეპარებათ ვაქცინების ეფექტურობასა და მათ უსაფრთხოებაში", – განმარტავს ჩხაიძე.როგორც მედიკოსმა აღნიშნა, აუცილებელია სისტემატურად მოხდეს ვაქცინაციის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 33%-ს აქვს გავლილი.პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 711.255 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 9.961 ადამიანი. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.965-ით გაიზარდა.
https://sputnik-georgia.com/20211024/ar-davusveb-raribasvili-savaldebulo-vaqcinaciis-kategoriuli-winaarmdegia-261445172.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877813_279:0:3010:2048_1920x0_80_0_0_b384f85832d9f9df1212cb6dd70cfddd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში სამედიცინო პერსონალის 30% ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული
12:17 29.10.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ეპიდემიოლოგები სამედიცინო პერსონალს მაღალი რისკის ჯგუფად ასახელებენ, ამიტომ ისინი ექიმების სავალდებულო ვაქცინაციას საჭიროდ მიიჩნევენ.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ვაქცინირებულია სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა 72%, რაც დაბალ მაჩვენებლად ითვლება, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური სააადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ
Palitranews-ის ეთერში.
ჩხაიძის თქმით, აუცილებელია ისეთი მეთოდების მოძიება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინაციის მაჩვენებელს არა მხოლოდ მედპერსონალს შორის, არამედ მთლიანად მოსახლეობაში.
„სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე უნდა იყოს. რეალურად მედპერსონალის 72%-იც რომ იყოს აცრილი, ჩვენ არავაქცინირებული ექიმების 30% გვრჩება", – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი განცხადებით, ვაქცინაციაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი მოქალაქეებში აცრის თაობაზე არასაკმარისი ინფორმირებულობაა, ამიტომაც ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად საჭიროა სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში საზოგადოების მეტად ინფორმირება.
„ადამიანებს არ სჯერათ კორონავირუსის, როგორც სერიოზული დაავადების. არ სჯერათ მასთან დაკავშირებული რისკების, ეჭვი ეპარებათ ვაქცინების ეფექტურობასა და მათ უსაფრთხოებაში", – განმარტავს ჩხაიძე.
როგორც მედიკოსმა აღნიშნა, აუცილებელია სისტემატურად მოხდეს ვაქცინაციის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
„ასეთია მაგალითად, „მწვანე პასპორტის" იდეა – ადამიანებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ ორჯერადი აცრა, ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეზღუდვის გარეშე მიიღონ ის სერვისები, რომლებიც ჯერჯერობით ასეთი ღია არ არის – თეატრი, ბიბლიოთეკა, რესტორანი, ბარი, ღამის კლუბი. ეს ჩამონათვალი შეიძლება ძალიან ფართო იყოს. ადამიანი, რომელმაც მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ჩაიტარა ვაქცინაცია, ამ სერვისებით უნდა სარგებლობდეს", – განაცხადა ჩხაიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 33%-ს აქვს გავლილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 711.255 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 9.961 ადამიანი. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.965-ით გაიზარდა.