Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„არ დავუშვებ“ - ღარიბაშვილი სავალდებულო ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგია

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი აიცრა
ირაკლი ღარიბაშვილი აიცრა - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, მოსახლეობის ვაქცინაციია უნდა მოხდეს დარწმუნებით და არა იძულებით
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში მოსახლეობის სავალდებულო ვაქცინაციას.
ვაქცინაცია აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა შემთხვევაში არიან სოფლებში ვაქცინაციაზე თანახმა: გამყრელიძის განმარტება
დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის და ასევე აუცრელებისთვის გარკვეული შეზღუდვების საკითხი ნოემბერში გადაწყდება. მისი და სხვა სპეციალისტების თქმით, ასეთ პრაქტიკას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად.
„მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ, მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში დროულად ჩამოეტანათ საკმარისზე მეტი ვაქცინა და ის პირადად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. პრემიერის თქმით, მოსახლეობას სჭირდება დარწმუნება და პირადი მაგალითი.

„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი. უნდა ჩავერთოთ, ავიცრათ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

იმას, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის სრულად (ორჯერადად) არის აცრილი 923.970 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 32,4%, მან უწოდა „ეფექტური შედეგი“, რომელიც „სულ რაღაც სამ თვეშია“ მიღწეული.
პრემიერის განცხადებით, ანტივაქსერული მოძრაობა სხვა ქვეყნებშიც ძლიერია და მოუწოდა მოსახლეობას, მხოლოდ სპეციალისტების ინფორმაციას ენდონ.
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცერცვაძე: ხან მგონია, რომ ეს არის სიზმარი, თვალს გავახელ და სიტუაცია შეცვლილი დამხვდება...
„ყველგან არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია და რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დეზინფორმაცია. ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს, არ უნდა დავუგდოთ ყური, არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქართველი სპეციალისტები კი განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად საჭიროა ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაცია.
საქართველოში 15 მარტს დაწყებულმა ვაქცინაციამ მასობრივი ხასიათი 5 ივლისს მიიღო. 23 ოქტომბერს აიცრა 4.209 ადამიანი. ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 1.948.787 აცრა. თუნდაც ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.024.099 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 36%.
ყველა ახალი ამბავი
0