https://sputnik-georgia.com/20211023/cercvaze-xan-mgonia-rom-es-aris-sizmari-tvals-gavaxel-da-situacia-secvlili-damxvdeba-261435995.html
ცერცვაძე: ხან მგონია, რომ ეს არის სიზმარი, თვალს გავახელ და სიტუაცია შეცვლილი დამხვდება...
ცერცვაძე: ხან მგონია, რომ ეს არის სიზმარი, თვალს გავახელ და სიტუაცია შეცვლილი დამხვდება...
Sputnik საქართველო
სპეციალისტების განცხადებით, მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით იწყება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა: პირბადის ტარება, სოციალური... 23.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-23T22:36+0400
2021-10-23T22:36+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/62/248246211_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_c08b694aa664bbac87c8d49a200215d5.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. მთავრობამ უნდა მიმართოს არა შეზღუდვებს, არამედ უნდა გააძლიეროს არსებული რეგულაციების კონტროლი, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.ცერცვაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც უახლოეს პერიოდში ეპიდვითარების კიდევ უფრო დამძიმებას გამოიწვევს.ცერცვაძის თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე.„(მოსახლეობა) კატეგორიულ უარს ამბობს ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 ათასი აცრა – ეს არის მიზერი, კატასტროფა. არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა ამას არ შვრება. საქართველოში 45%-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, მაშინ, როცა ევროპაში 90-95%-ია. ამასთან, ქართველი კაცი ვერაფრით ვერ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, ქორწილებზე, ქელეხებზე იუბილეებზე და ახლა ამას ემატება პოლიტიკური მიტინგები“, - აღნიშნა ცერცვაძემ.ქართველი სპეციალისტები განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ამ დროისათვის სრულად, ორჯერადად აცრილია 921.000 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32,2%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 60–70%-ის აცრა.
https://sputnik-georgia.com/20211023/romel-regionebsi-kovidinficirebulta-gansakutrebuli-zrda-fiqsirdeba-tikarazis-ganmarteba-261435334.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/62/248246211_125:102:1716:1296_1920x0_80_0_0_1591ed4bf863aefd00bdc55c8366fd50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ცერცვაძე: ხან მგონია, რომ ეს არის სიზმარი, თვალს გავახელ და სიტუაცია შეცვლილი დამხვდება...
22:36 23.10.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) სპეციალისტების განცხადებით, მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით იწყება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, უარის თქმა მასობრივ თავშეყრებზე და დროული ვაქცინაცია.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. მთავრობამ უნდა მიმართოს არა შეზღუდვებს, არამედ უნდა გააძლიეროს არსებული რეგულაციების კონტროლი, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც უახლოეს პერიოდში ეპიდვითარების კიდევ უფრო დამძიმებას გამოიწვევს.
„ჩვენ გვჭირდება დღეში 40-50 ათასი აცრილი, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 70%-ზე და ამ დროს იცრება ათჯერ ნაკლები, ვიდრე უნდა იცრებოდეს. ჩვენ ვიმყოფებით აბსურდის თეატრში. ხანდახან მგონია, რომ ეს არის სიზმარი, თვალს გავახელ და სიტუაცია შეცვლილი დამხვდება, მაგრამ, სამწუხაროდ, სიზმარი არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე.
„(მოსახლეობა) კატეგორიულ უარს ამბობს ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 ათასი აცრა – ეს არის მიზერი, კატასტროფა. არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა ამას არ შვრება. საქართველოში 45%-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, მაშინ, როცა ევროპაში 90-95%-ია. ამასთან, ქართველი კაცი ვერაფრით ვერ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, ქორწილებზე, ქელეხებზე იუბილეებზე და ახლა ამას ემატება პოლიტიკური მიტინგები“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
ქართველი სპეციალისტები განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ამ დროისათვის სრულად, ორჯერადად აცრილია 921.000 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32,2%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 60–70%-ის აცრა.