https://sputnik-georgia.com/20211023/romel-regionebsi-kovidinficirebulta-gansakutrebuli-zrda-fiqsirdeba-tikarazis-ganmarteba-261435334.html
რომელ რეგიონებში ფიქსირდება კოვიდინფიცირებულთა განსაკუთრებული ზრდა: ტიკარაძის განმარტება
რომელ რეგიონებში ფიქსირდება კოვიდინფიცირებულთა განსაკუთრებული ზრდა: ტიკარაძის განმარტება
Sputnik საქართველო
შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველოს საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა საკმარისია ყველა პაციენტის მისაღებად, აღნიშნავენ ჯანდაცვის... 23.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-23T22:15+0400
2021-10-23T22:15+0400
2023-08-17T18:15+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261424827_0:266:3068:1993_1920x0_80_0_0_21439f573f1850843583da8e3fe62610.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს რამდენიმე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.საქართველო უკვე კორონავირუსის მეხუთე ტალღაში გადავიდა, მიაჩნიათ ექსპერტებს, რასაც ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა აჩვენებს.მან აღნიშნა, რომ კონკრეტულ რეგიონებში შემთხვევების ზრდა უკავშირდება ვაქცინაციის დაბალ ტემპებს, საველე სამუშაოებს და რთველს.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველოს საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა საკმარისია პაციენტების მისაღებად.„ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ეპიდსიტუაციას, ასევე ვმართავთ საწოლფონდსაც. პაციენტების უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა ტიკარაძემ.22 ოქტომბერს ჩატარებული ტესტებიდან დადებითი აღმოჩნდა 8,51%, ბოლო ორ კვირაში - 8,94%, ბოლო შვიდ დღეში - 9,09%.ბოლო მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 32,2%, მაშინ როდესაც მოსახლეობის კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის მინიმუმ 60% უნდა აიცრას.
https://sputnik-georgia.com/20211023/tikaraze-yvelaferi-gaketdeba-saakasvilis-janmrtelobis-da-interesebis-sasargeblod-261430649.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261424827_337:231:2759:2048_1920x0_80_0_0_f737a7aa476440e2de0e50e47791886f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რომელ რეგიონებში ფიქსირდება კოვიდინფიცირებულთა განსაკუთრებული ზრდა: ტიკარაძის განმარტება
22:15 23.10.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველოს საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა საკმარისია ყველა პაციენტის მისაღებად, აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს რამდენიმე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველო უკვე კორონავირუსის მეხუთე ტალღაში გადავიდა, მიაჩნიათ ექსპერტებს, რასაც ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა აჩვენებს.
„რამდენიმე რეგიონია, სადაც გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა: ეს არის ქვემო ქართლი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი. დანარჩენ რეგიონებში ზრდა არ შეინიშნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მან აღნიშნა, რომ კონკრეტულ რეგიონებში შემთხვევების ზრდა უკავშირდება ვაქცინაციის დაბალ ტემპებს, საველე სამუშაოებს და რთველს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველოს საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა საკმარისია პაციენტების მისაღებად.
„ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ეპიდსიტუაციას, ასევე ვმართავთ საწოლფონდსაც. პაციენტების უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
22 ოქტომბერს ჩატარებული ტესტებიდან დადებითი აღმოჩნდა 8,51%, ბოლო ორ კვირაში - 8,94%, ბოლო შვიდ დღეში - 9,09%.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 32,2%, მაშინ როდესაც მოსახლეობის კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის მინიმუმ 60% უნდა აიცრას.