https://sputnik-georgia.com/20211024/ra-semtxvevasi-arian-soflebsi-vaqcinaciaze-tanaxma-gamyrelizis-ganmarteba-261442100.html
რა შემთხვევაში არიან სოფლებში ვაქცინაციაზე თანახმა: გამყრელიძის განმარტება
რა შემთხვევაში არიან სოფლებში ვაქცინაციაზე თანახმა: გამყრელიძის განმარტება
Sputnik საქართველო
გამყრელიძის ვარაუდით, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის და ასევე აუცრელებისთვის გარკვეული შეზღუდვების საკითხი ნოემბერში გადაწყდება 24.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-24T13:50+0400
2021-10-24T13:50+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559459_0:31:1788:1037_1920x0_80_0_0_b2452c660d75e4b9b61258c42ef6f849.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სოფლებში გვეუბნებიან, ვაქცინაცია სავალდებულო თუ იქნება, ავიცრებით, თუ არადა, არაო, იმავეს ამბობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ერთი კვირაა, რაც მიმდინარეობს ვაქცინაციის მარათონი და მის ფარგლებში დამატებით 1,2 ათასი ადამიანი აიცრა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მომხრეა, აცრების გასააქტიურებლად შემოღებული იყოს სხვადასხვა შემზღუდველი, ასევე წამახალისებელი ღონისძიებები. როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის 35-37%-მა შეიძლება ვაქცინაცია ნებაყოფლობით ჩაიტაროს, დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია კი რთული იქნება, თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება.ზოგიერთი სპეციალისტის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა დაიწყო, ხოლო ჯანდაცვის მინისტრი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ქვეყანა კვლავ პანდემიის მეოთხე ტალღაში იმყოფება. სპეციალისტები კვლავ მოუწოდებენ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ. ესაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, უარის თქმა მასობრივ თავშეყრებზე.ქართველი სპეციალისტები განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად საჭიროა ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაცია.24 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია1.948.747 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია1.024.099 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 36,0%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 923.970 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 32,4%. 23 ოქტომბერს აიცრა 4.209 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20211020/wamaxalisebelma-latariampshedegi-ver-gamoigo-261336971.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559459_182:0:1606:1068_1920x0_80_0_0_7392b7f4c85706bc78c290e4ae1fe155.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რა შემთხვევაში არიან სოფლებში ვაქცინაციაზე თანახმა: გამყრელიძის განმარტება
13:50 24.10.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) გამყრელიძის ვარაუდით, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის და ასევე აუცრელებისთვის გარკვეული შეზღუდვების საკითხი ნოემბერში გადაწყდება
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სოფლებში გვეუბნებიან, ვაქცინაცია სავალდებულო თუ იქნება, ავიცრებით, თუ არადა, არაო, იმავეს ამბობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ერთი კვირაა, რაც მიმდინარეობს ვაქცინაციის მარათონი და მის ფარგლებში დამატებით 1,2 ათასი ადამიანი აიცრა.
„ოდნავ გაიზარდა სოფლის მოსახლეობის დაინტერესება, დნება უნდობლობის ყინული, მაგრამ მაინც დიდია შიში ვაქცინაციის. ასევე გალღვა ყინული სოფლის ექიმებში, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ გაიარეს გადამზადება. მაინც ეშინოდათ ვაქცინის. ვფიქრობ, რომ ამ მარათონით, სოფლის მოსახლეობაში უფრო მეტი აქტივობა გვექნება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ვერ გადაწყვეტს აცრების პრობლემას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მომხრეა, აცრების გასააქტიურებლად შემოღებული იყოს სხვადასხვა შემზღუდველი, ასევე წამახალისებელი ღონისძიებები. როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის 35-37%-მა შეიძლება ვაქცინაცია ნებაყოფლობით ჩაიტაროს, დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია კი რთული იქნება, თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება.
„ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ზოგიერთი სპეციალისტის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა დაიწყო, ხოლო ჯანდაცვის მინისტრი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ქვეყანა კვლავ პანდემიის მეოთხე ტალღაში იმყოფება. სპეციალისტები კვლავ მოუწოდებენ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ. ესაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, უარის თქმა მასობრივ თავშეყრებზე.
ქართველი სპეციალისტები განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად საჭიროა ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაცია.
24 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია1.948.747 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია1.024.099 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 36,0%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 923.970 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 32,4%. 23 ოქტომბერს აიცრა 4.209 ადამიანი.