https://sputnik-georgia.com/20211201/daubrundeba-tu-ara-saqartvelo-onlain-ganatlebas-ras-fiqrobs-ministri-262530311.html
დაუბრუნდება თუ არა საქართველო ონლაინ-განათლებას - რას ფიქრობს მინისტრი
დაუბრუნდება თუ არა საქართველო ონლაინ-განათლებას - რას ფიქრობს მინისტრი
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი კლასებში მიმდინარეობს, მაგრამ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ინფიცირებულების გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული... 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T22:49+0400
2021-12-01T22:49+0400
2023-08-17T18:15+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24731/85/247318513_0:102:1000:665_1920x0_80_0_0_859b12e29d723c6df94a3759b59f2a91.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. როგორი კარგიც არ უნდა იყოს ონლაინ-სწავლება, ის ვერ შეცვლის სასწავლო პროცესს კლასებსა და აუდიტორიებში, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.საქართველოში ონლაინ-სწავლება 2020 წლის მარტის ბოლოს კორონავირუსის პანდემიის დაწყების გამო დაწესდა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან სკოლები კვლავ გაიხსნა, მაგრამ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ინფიცირებულების გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასები ან სკოლები, სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.დღესდღეობით დისტანციური სწავლის რეჟიმში მუშაობს 137 სკოლა და 358 ცალკეული კლასი. იმისთვის, რომ ონლაინ-სწავლება წარსულს ჩაბარდეს, ჯანდაცვის სამინისტროს აზრით, აუცილებელია, პედაგოგების ვაქცინაციის მაჩვენებელმა მიაღწიოს 80%-ს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე აცრილია მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლების 70,9%.პანდემიის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 850.102 ადამიანს გამოუვლინდა. გარდაიცვალა 12.119 ადამიანი. დელტა შტამი, სხვა ასაკობრივ კატეგორიებთან ერთად, ბავშვებშიც უფრო აქტიურად ვრცელდება.
https://sputnik-georgia.com/20211126/skolebsi-koronavirusis-gavrcelebis-macvenebelma-daiklo-262394677.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24731/85/247318513_277:122:1000:665_1920x0_80_0_0_7fe6faa99b50a8b889cd47fcbeb38576.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , covid-19
დაუბრუნდება თუ არა საქართველო ონლაინ-განათლებას - რას ფიქრობს მინისტრი
22:49 01.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი კლასებში მიმდინარეობს, მაგრამ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ინფიცირებულების გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასები ან სკოლები, სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. როგორი კარგიც არ უნდა იყოს ონლაინ-სწავლება, ის ვერ შეცვლის სასწავლო პროცესს კლასებსა და აუდიტორიებში, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში ონლაინ-სწავლება 2020 წლის მარტის ბოლოს კორონავირუსის პანდემიის დაწყების გამო დაწესდა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან სკოლები კვლავ გაიხსნა, მაგრამ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ინფიცირებულების გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასები ან სკოლები, სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.
„ყველა სკოლაში ინტერნეტის ამა თუ იმ ფორმით ხელმისაწვდომობა არის. თუმცა კარგად ვიცი, რომ ოჯახებში ინტერნეტზე წვდომა ან გაჯეტი ყველას არ აქვს. შესაბამისად, შევქმენით „ტელესკოლის“ პროექტი. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავბრუნდით ბუნებრივ გარემოში და ონლაინ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება. რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ-სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
დღესდღეობით დისტანციური სწავლის რეჟიმში მუშაობს 137 სკოლა და 358 ცალკეული კლასი. იმისთვის, რომ ონლაინ-სწავლება წარსულს ჩაბარდეს, ჯანდაცვის სამინისტროს აზრით, აუცილებელია, პედაგოგების ვაქცინაციის მაჩვენებელმა მიაღწიოს 80%-ს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე აცრილია მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლების 70,9%.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 850.102 ადამიანს გამოუვლინდა. გარდაიცვალა 12.119 ადამიანი. დელტა შტამი, სხვა ასაკობრივ კატეგორიებთან ერთად, ბავშვებშიც უფრო აქტიურად ვრცელდება.