https://sputnik-georgia.com/20211130/bakurcixe-wnoris-semovlit-gzas-cinuri-kompania-aasenebs-262494023.html
ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზას ჩინური კომპანია ააშენებს
ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზას ჩინური კომპანია ააშენებს
Sputnik საქართველო
პროექტის ღირებულება 87,8 მლნ ლარს შეადგენს და ის აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება 30.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-30T20:40+0400
2021-11-30T20:40+0400
2021-11-30T20:40+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252258718_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_0f82398b7cb084e74c6371f54de50574.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის უფლება მოიპოვა ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანიამ China Road and Bridge Corporation, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.აღნიშნული მონაკვეთი არის კახეთის ერთ-ერთი მთავარი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი) ნაწილი, გაივლის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.პროექტი ითვალისწინებს 16,6 კმ სიგრძის, ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას. მისი ღირებულება 87,8 მილიონი ლარია და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიხედვით, მშენებლობა ორ წელიწადში უნდა დასრულდეს.ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს).შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება კახეთშიკახეთის რეგიონში ახალი გზების ინფრასტრუქტურასა და მშენებლობაზე 2030 წლამდე 2 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება.კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარე წლის ივლისში გახსნილი ბაკურციხე-თელავი-ახმეტას საავტომობილო გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის - გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობით დაიწყო, რომლის საშუალებითაც გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ უწევს ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე 6 სოფელში გავლა.ამასთან, უკვე დასრულდა ტენდერები კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზეც.თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისი-კახეთის მთავარი ავტომაგისტრალის და იმ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან აკავშირებს.თბილის-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც ასევე მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ოთხზოლიანი გზა აშენდება. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. გზის პროექტირების სამუშაოები კი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს.თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი სამ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტის ბიუჯეტი 74 მლნ ლარს შეადგენს, დანარჩენი ორის - 576 მლნ ლარს.თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს.
https://sputnik-georgia.com/20210301/saavtomobilo-siCqaris-kidev-oTxi-seqcia-amoqmedda-251037266.html
https://sputnik-georgia.com/20211116/gvirabis-mshenebloba-aqtiurad-mimdinareobs-262122545.html
https://sputnik-georgia.com/20211026/qutaisidan-abastumnis-mimartulebit-mgzavrobis-dro-mcirdeba-261497993.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252258718_476:280:1922:1365_1920x0_80_0_0_8818f4e3d4396d9357e83ba3959818e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზას ჩინური კომპანია ააშენებს
პროექტის ღირებულება 87,8 მლნ ლარს შეადგენს და ის აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის უფლება მოიპოვა ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანიამ China Road and Bridge Corporation, იუწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. აღნიშნული მონაკვეთი არის კახეთის ერთ-ერთი მთავარი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი) ნაწილი, გაივლის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.
პროექტი ითვალისწინებს 16,6 კმ სიგრძის, ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას. მისი ღირებულება 87,8 მილიონი ლარია და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიხედვით, მშენებლობა ორ წელიწადში უნდა დასრულდეს.
ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს).
შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება კახეთში
კახეთის რეგიონში ახალი გზების ინფრასტრუქტურასა და მშენებლობაზე 2030 წლამდე 2 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება.
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარე წლის ივლისში გახსნილი ბაკურციხე-თელავი-ახმეტას საავტომობილო გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის - გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობით დაიწყო, რომლის საშუალებითაც გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ უწევს ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე 6 სოფელში გავლა.
ამასთან, უკვე დასრულდა ტენდერები კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზეც.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისი-კახეთის მთავარი ავტომაგისტრალის და იმ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან აკავშირებს.
თბილის-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც ასევე მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ოთხზოლიანი გზა აშენდება. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. გზის პროექტირების სამუშაოები კი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი სამ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტის ბიუჯეტი 74 მლნ ლარს შეადგენს, დანარჩენი ორის - 576 მლნ ლარს.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს.