ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

© Facebook / Roads Department of Georgiaგვირაბის მშენებლობა
გვირაბის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი კობი–გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთრის პერიოდში ხშირად იქმნება ზვავის ჩამოწოლის საშიშროება.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე 23-კილომეტრიანი გზის, მათ შორის 9-კილომეტრიანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი კობი–გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის“ საკონტროლო–გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში“ დგომა.

„ამ ეტაპზე მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 180 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 2 კმ-ის სიღმეში მიმდინარეობს. პარალელურად გრძელდება გვირაბამდე მისასვლელი გზის მშენებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გვირაბის მშენებლობისთვის სპეციალურად დამზადდა საბურღი აღჭურვილობა – გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM (Tunnel Boring Machine). იგი გამორჩეულია იმით, რომ ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას.
გვირაბის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო
პროექტი ჩრდილოეთი–სამხრეთის მოდერნიზაციის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება.
პროექტის თანახმად, ახალი გზის ზონაში მოქცეულია სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.
არსებული გზის სიგრძე ამჟამად 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.
პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება კურორტ გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა, რომლის მეშვეობითაც გუდაური განიტვირთება არასაკურორტო მოძრაობისგან.
ქვეშეთი–კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია. მშენებლობას აფინანსებენ აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები, სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0