https://sputnik-georgia.com/20211129/titqmis-miolion-moqalaqes-azartuli-tamasebi-aekrzaleba-262436849.html
საქართველოს თითქმის ერთ მილიონ მოქალაქეს აზარტულ თამაშებს აუკრძალავენ
საქართველოს თითქმის ერთ მილიონ მოქალაქეს აზარტულ თამაშებს აუკრძალავენ
Sputnik საქართველო
მთავრობა ონლაინ-თამაშების ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს. 29.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-29T11:13+0400
2021-11-29T11:13+0400
2021-11-29T18:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22784/16/227841667_226:0:1782:875_1920x0_80_0_0_57ae7d5747dc83c9690fba0fa288bddd.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თითქმის მილიონ სრულწლოვან მოქალაქეს აზარტული ონლაინ-თამაშები აეკრძალება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ორშაბათს.გასულ კვირაში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ონლაინ-კაზინოების საერთოდ აკრძალვა ქვეყანაში.როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ონლაინ-თამაშების სექტორი 65-70%-ით დაიბეგრება, ამოქმედდება მოთამაშეთა ე.წ. შავი სია და აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამების განთავსება. სათამაშო ბიზნეს-ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გაიზრდება ასაკობრივი ზღვარი და მოქალაქეებს 25 წლამდე აეკრძალებათ აზარტული თამაშის უფლება.აზარტული თამაშების უფლება ასევე შეეზღუდებათ:აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში არის ათამდე ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი.ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.
https://sputnik-georgia.com/20211122/ra-axali-regulaciebi-igegmeba-satamasho-biznesshi-262281466.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22784/16/227841667_420:0:1587:875_1920x0_80_0_0_833849d803b4dc6804c9d8b63388b242.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
საქართველოს თითქმის ერთ მილიონ მოქალაქეს აზარტულ თამაშებს აუკრძალავენ
11:13 29.11.2021 (განახლებულია: 18:57 29.11.2021) მთავრობა ონლაინ-თამაშების ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თითქმის მილიონ სრულწლოვან მოქალაქეს აზარტული ონლაინ-თამაშები აეკრძალება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ორშაბათს.
გასულ კვირაში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ონლაინ-კაზინოების საერთოდ აკრძალვა ქვეყანაში.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ონლაინ-თამაშების სექტორი 65-70%-ით დაიბეგრება, ამოქმედდება მოთამაშეთა ე.წ. შავი სია და აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამების განთავსება. სათამაშო ბიზნეს-ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გაიზრდება ასაკობრივი ზღვარი და მოქალაქეებს 25 წლამდე აეკრძალებათ აზარტული თამაშის უფლება.
აზარტული თამაშების უფლება ასევე შეეზღუდებათ:
სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან პირებს, რომელებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით. „ჯამში იმ პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება აზარტულ თამაშებზე წვდომა, შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში არის ათამდე ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.