https://sputnik-georgia.com/20211129/savele-hospitlebis-amoqmedeba-ar-igegmeba-tikarazem-epidvityareba-seafasa-262465280.html
„საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება“ - ტიკარაძემ ეპიდვითარება შეაფასა
„საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება“ - ტიკარაძემ ეპიდვითარება შეაფასა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში კორონავირუსის 44.606 აქტიური შემთხვევაა, აქედან 6.533 ადამიანი კოვიდ-კლინიკებში მკურნალობს 29.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-29T23:20+0400
2021-11-29T23:20+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595668_0:23:1621:935_1920x0_80_0_0_32d5f49dd517558583d28b22211130dd.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კლინიკებში საწოლების დეფიციტი არ არის, მაგრამ ადამიანური რესურსი ზღვარზეა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.საქართველოში ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საუბრობენ. საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 3-5 ათასი შემთხვევა და 55-70 გარდაცვალება ფიქსირდება.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 44.606 აქტიური შემთხვევაა, აქედან 6.533 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია და მკურნალობას კოვიდ-კლინიკებში გადის.„რაც მნიშვნელოვანია, უკვე ორი წელია ჩვენი ექიმები გმირულად ებრძვიან პანდემიას და თითოეული მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურსს, ნებისმიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოიძებნება, მაგრამ ადამიანური რესურსი არის ის რესურსი, რომლის ერთ-ორ წელიწადში მოძიება ვერ მოხერხდება და მით უმეტეს ამ გადატვირთვის პერიოდში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ექიმების ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვა და ხაზი გაუსვა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების ვაქცინაციის გაძლიერების აუცილებლობას, რაც შეამცირებს როგორც კორონავირუსით გარდაცვალების, ისე ინფიცირებულთა რაოდენობას.მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად აანალიზებს განსხვავებას პანდემიის მართვის ტიპებს შორის საქართველოში და სხვა ქვეყნებში.მისი თქმით, საქართველოში სიკვდილიანობა, ინფექციის გავრცელებაც კი, საპენსიო ასაკის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობის ვაქცინაციაზეა დამოკიდებული. სხვა ქვეყნებში ამ ასაკის ადამიანების ვაქცინაციის დონე 90%-დან 98%-მდე მერყეობს, საქართველოში კი გაცილებით დაბალია - დაახლოებით 30%-მდე, შესაბამისად აქ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი დონეა.აქედან გამომდინარე, მთავრობის ამოცანაა მოქალაქეთა 70-75%-ის ვაქცინაცია, სადაც მაქსიმალური წილი უკავია 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 840.593 შემთხვევა, აქედან 11.974 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2.155.561 აცრა გაკეთდა, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 995.303 მოქალაქე - ეს ზრდასრული მოსახლეობის 34,8%-ია.ეპიდემიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია პანდემიასთან ბრძოლაში სამიზნე მაჩვენებლის - წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის მისაღწევად და ცდილობენ გაააქტიურონ მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი.ასე მაგალითად, 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს. გარდა ამისა, ქვეყანაში თამაშდება ლატარია აცრილებისთვის, რომელმაც ეპიდემიოლოგების იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა.1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.18 წლამდე პირებისთვის კოვიდ-პასპორტის ფლობა აუცილებელი არ არის.
https://sputnik-georgia.com/20211116/epidemiologiuri-vitareba-saqartvelosi-uaresdeba-262112998.html
https://sputnik-georgia.com/20211125/medikosi-studentebi-iwyeben-kampanias-avicrat-ertmanetistvis-262366642.html
https://sputnik-georgia.com/20211129/ra-ar-vicit-kovid-asporttan-dakavshirebit-262432960.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595668_121:0:1561:1080_1920x0_80_0_0_b05bb6e7d1bc8557bb526ef8eea5700a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
„საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება“ - ტიკარაძემ ეპიდვითარება შეაფასა
23:20 29.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ქვეყანაში კორონავირუსის 44.606 აქტიური შემთხვევაა, აქედან 6.533 ადამიანი კოვიდ-კლინიკებში მკურნალობს
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კლინიკებში საწოლების დეფიციტი არ არის, მაგრამ ადამიანური რესურსი ზღვარზეა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საუბრობენ. საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 3-5 ათასი შემთხვევა და 55-70 გარდაცვალება ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 44.606 აქტიური შემთხვევაა, აქედან 6.533 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია და მკურნალობას კოვიდ-კლინიკებში გადის.
„რაც მნიშვნელოვანია, უკვე ორი წელია ჩვენი ექიმები გმირულად ებრძვიან პანდემიას და თითოეული მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურსს, ნებისმიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოიძებნება, მაგრამ ადამიანური რესურსი არის ის რესურსი, რომლის ერთ-ორ წელიწადში მოძიება ვერ მოხერხდება და მით უმეტეს ამ გადატვირთვის პერიოდში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ექიმების ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვა და ხაზი გაუსვა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების ვაქცინაციის გაძლიერების აუცილებლობას, რაც შეამცირებს როგორც კორონავირუსით გარდაცვალების, ისე ინფიცირებულთა რაოდენობას.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად აანალიზებს განსხვავებას პანდემიის მართვის ტიპებს შორის საქართველოში და სხვა ქვეყნებში.
მისი თქმით, საქართველოში სიკვდილიანობა, ინფექციის გავრცელებაც კი, საპენსიო ასაკის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობის ვაქცინაციაზეა დამოკიდებული. სხვა ქვეყნებში ამ ასაკის ადამიანების ვაქცინაციის დონე 90%-დან 98%-მდე მერყეობს, საქართველოში კი გაცილებით დაბალია - დაახლოებით 30%-მდე, შესაბამისად აქ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი დონეა.
„ახალი ინიციატივის თანახმად, რაც გულისხმობს ჩვენი პენსიონერი მოქალაქეების ფინანსურ წახალისებას, რომ აქტიურად ჩაერთონ პროცესში, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევამციროთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც აისახება უკვე ლეტალობის მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
აქედან გამომდინარე, მთავრობის ამოცანაა მოქალაქეთა 70-75%-ის ვაქცინაცია, სადაც მაქსიმალური წილი უკავია 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 840.593 შემთხვევა, აქედან 11.974 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2.155.561 აცრა გაკეთდა, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 995.303 მოქალაქე - ეს ზრდასრული მოსახლეობის 34,8%-ია.
ეპიდემიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია პანდემიასთან ბრძოლაში სამიზნე მაჩვენებლის - წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის მისაღწევად და ცდილობენ გაააქტიურონ მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი.
ასე მაგალითად, 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს. გარდა ამისა, ქვეყანაში თამაშდება ლატარია აცრილებისთვის, რომელმაც ეპიდემიოლოგების იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.
18 წლამდე პირებისთვის კოვიდ-პასპორტის ფლობა აუცილებელი არ არის.