Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებით: რა არ ვიცით

© Government of Georgiaეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდ-პასპორტი 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ ქვეყანაში კოვიდ-პასპორტების სისტემის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები გამოაქვეყნა.
კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას. იგი ძალაში 1 დეკემბრიდან შედის.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.
18 წლამდე პირებისთვის კოვიდ-პასპორტის ფლობა აუცილებელი არ არის.
რა არის კოვიდ-პასპორტი?
CovidPass Georgia-ს აპლიკაციით ან ვებ-გვერდზე moh.gov.ge რეგისტრაციის გზით მიღებული QR–კოდი. ასევე ვაქცინაციის ცენტრების, კლინიკებისა და იუსტიციის სახლების მიერ გაცემული დაბეჭდილი დოკუმენტი QR–კოდით. მისი მიღება ასევე შესაძლებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ციფრული კოვიდ-სერტიფიკატების სისტემაში EU Digital COVID Certificate, სადაც უკვე 51 ქვეყანა შედის.
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტესტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა EU Digital COVID Certificate სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) „მწვანე“ სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადაკვეთა საზღვარი) CovidPass Georgia-ზე ან moh.gov.ge საიტზე რეგისტრაციის გზით.
კოვიდ-პასპორტით სარგებლობისთვის საკმარისია აპლიკაციის ჩამოტვირთვა.
ვინ არის „მწვანე“ სტატუსის მქონე პირი?
სრულად ვაქცინირებული პირი
72–საათიანი ვალიდურობის უარყოფითი პასუხის PCR–ტესტის მქონე პირი
24–საათიანი ვალიდურობის უარყოფითი პასუხის ანტიგენ–სწრაფი ტესტის მქონე პირი
კოვიდ-გადატანილი პირი
რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR–კოდის წაკითხვისას?
საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათს და სახელისა და გვარის ინიციალებს
უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელს და გვარს, დაბადების თარიღს და დოკუმენტის ნომერს
აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება „მწვანე“ სტატუსს
რა ვადით აქვს პირს მინიჭებული „მწვანე“ სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია – როდის ეწურება პირს „მწვანე“ სტატუსი)
ამ ეტაპზე კოვიდ-გადატანილი ან სრულად ვაქცინირებული პირებისთვის კოვიდ-პასპორტი უვადოა.
ვებ-გვერდი covidpass.moh.gov.ge და Covidpass Georgia აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობენ და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებენ 1 დეკემბრიდან.
ვის შეუძლია საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა?
ობიექტს, რომლის ყველა თანამშრომელი (100%) არის „მწვანე“ სტატუსის მქონე
ვინ ახორციელებს მონიტორინგს და როგორია სანქციები?
მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახური – შერჩევის პრინციპით
ობიექტზე „მწვანე პასპორტის“ გარეშე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იურიდიული პირისთვის 10 ათას ლარს შეადგენს, ინდივიდუალური მეწარმისთვის – 2 ათას ლარს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?
144 – მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი
1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი
1522 – ვაქცინაციის ცხელი ხაზი
0800800909 – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი
ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge
ყველა ახალი ამბავი
0