https://sputnik-georgia.com/20211125/medikosi-studentebi-iwyeben-kampanias-avicrat-ertmanetistvis-262366642.html
„ავიცრათ ერთმანეთისთვის“– მედიკოსი სტუდენტები ახალ კამპანიას იწყებენ
„ავიცრათ ერთმანეთისთვის“– მედიკოსი სტუდენტები ახალ კამპანიას იწყებენ
საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით 26 ნოემბერს იწყება 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T17:31+0400
2021-11-25T17:31+0400
2021-11-25T17:31+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/05/247760580_0:133:3171:1917_1920x0_80_0_0_5637ebf6c99ab84e6039b0b039e376de.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იწყებენ კამპანიას „ავიცრათ ერთმანეთისთვის“.კამპანია 26 ნოემბერს, პარასკევს ვაკის პარკში დაიწყება. ამის შესახებ Facebook–ში უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განაცხადა.მისი თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი ხერხია პანდემიის დასამარცხებლად და გადასარჩენად.„Covid-19-თან ბრძოლის პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობა, პანდემიის დაწყების დღიდან, განუზომლად დიდია. პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის.სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 87%, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 93% სრულად არის ვაქცინირებული. აღნიშნულმა განსაზღვრა ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ტრადიციულ, არადისტანციურ რეჟიმში“, – განაცხადა რექტორმა.ვადაჭკორიას თქმით, მედიკოსი სტუდენტები უნივერსალურ აქციას იწყებენ – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“. აქციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიებები, რომლებსაც თანდათანობით სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეუერთდებიან.კამპანიის ფარგლებში სტუდენტები თეთრ ხალათებსა და ქუდებში ვაკის პარკში შეიკრიბებიანდა მოსახლეობას აქტიური აცრისკენ მოუწოდებენ.თბილისის გარდა ანალოგიური აქცია–პერფომანსები მოეწყობა გორში, ქუთაისში, ახალციხეში, გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმში.ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 34,6%–ია აცრილი.
https://sputnik-georgia.com/20210916/antivaqserebis-saprotesto-aqcia-tbilisshi-video-259639560.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/05/247760580_220:0:2951:2048_1920x0_80_0_0_efc6a7da16db1ab94c6864a06fd1f0fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
„ავიცრათ ერთმანეთისთვის“– მედიკოსი სტუდენტები ახალ კამპანიას იწყებენ
საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით 26 ნოემბერს იწყება
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იწყებენ კამპანიას „ავიცრათ ერთმანეთისთვის“.
კამპანია 26 ნოემბერს, პარასკევს ვაკის პარკში დაიწყება. ამის შესახებ
Facebook–ში უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი ხერხია პანდემიის დასამარცხებლად და გადასარჩენად.
„Covid-19-თან ბრძოლის პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობა, პანდემიის დაწყების დღიდან, განუზომლად დიდია. პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის.სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 87%, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 93% სრულად არის ვაქცინირებული. აღნიშნულმა განსაზღვრა ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ტრადიციულ, არადისტანციურ რეჟიმში“, – განაცხადა რექტორმა.

16 სექტემბერი 2021, 12:02
ვადაჭკორიას თქმით, მედიკოსი სტუდენტები უნივერსალურ აქციას იწყებენ – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“. აქციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიებები, რომლებსაც თანდათანობით სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეუერთდებიან.
კამპანიის ფარგლებში სტუდენტები თეთრ ხალათებსა და ქუდებში ვაკის პარკში შეიკრიბებიანდა მოსახლეობას აქტიური აცრისკენ მოუწოდებენ.
თბილისის გარდა ანალოგიური აქცია–პერფომანსები მოეწყობა გორში, ქუთაისში, ახალციხეში, გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმში.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 34,6%–ია აცრილი.