მედიკამენტებზე ფასები დარეგულირდება: მთავრობა კანონპროექტს ამზადებს

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
კონკრეტული ინიციატივების შესამუშავებლად ნოემბრის შუა რიცხვებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს დეკემბერში წარუდგენს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
როგორც ადრე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოში მედიკამენტებზე ფასები ძალიან მაღალია და ხელისუფლება ვალდებულია დროული რეაგირება მოახდინოს ამაზე. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პრემიერმა ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გადახედვის საკითხი წამოაყენა და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს დაავალა მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება.

„როგორც შეგპირდით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციაზე. პარლამენტში შესაბამისი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დეკემბერში იქნება წარდგენილი. ასეთია ჩვენ სურვილი და, რა თქმა უნდა, ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ამ საკითხზე", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კონკრეტული ინიციატივების შესამუშავებლად ნოემბრის შუა რიცხვებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
კონკურენციის სააგენტო საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის მომხრეა
მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით უწყება 2019 წლიდან მუშაობს. კერძოდ, ბაზარზე სიტუაციის შეცვლის მიზნით სამინისტრომ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს რეკომენდაციების მომზადების თხოვნით მიმართა.
როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, სააგენტოს მიერ მომზადებული 11 რეკომენდაციის მიზანია მედიკამენტებზე მომხმარებელთა ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.
ყველა ახალი ამბავი
0