მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ომიკრონის“ საფრთხე: ლონდონმა G7-ის ჯანდაცვის მინისტრების სამიტი მოიწვია

© AFP 2024 / GLYN KIRKლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე „დიდი შვიდიანის“ თავმჯდომარე ქვეყანაა, G7-ის წევრი სახელმწიფოების ჯანდაცვის მინისტრების სამიტს იწვევს კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ ირგვლივ არსებულ ვითარებაზე სამსჯელოდ, იუწყება Deutshce Welle.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, სამიტი 29 ნოემბერს გაიმართება.
ჯანმოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საფრთხე მაღალია: ჯანმოს ახალი განცხადება „ომიკრონთან“ დაკავშირებით
ლონდონმა ოპერატიულად უპასუხა „ომიკრონის“ პირველი შემთხვევების გამოვლენას ევროპაში და უკვე გამოაცხადა დამატებითი შემზღუდავი ზომები მოსახლეობის ახალი შტამით ინფიცირებისგან დასაცავად. 30 ნოემბრიდან ქვეყანაში სავალდებულო გახდება პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, ბანკებში, სილამაზის სალონებსა და სხვა ადგილებში.
გარდა ამისა, ქვეყანაში ჩამსვლელები ვალდებული იქნებიან გაიკეთონ PCR–ტესტი საზღვრის გადაკვეთიდან პირველი ორი დღის განმავლობაში და უარყოფითი პასუხის მიღებამდე დარჩნენ იზოლაციაში.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“

კორონავირუსის ვარიანტი B.1.1.529, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 2021 წლის ნოემბრის ბოლო რიცხვებში გამოვლინდა.
აშშ-ის ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
მსოფლიო დღეს
რა იცავს „ომიკრონისგან“: აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის განმარტება
მეცნიერების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი შტამის მომჭიდებელი ცილა უჩველოდ დიდი რაოდენობის, 32 მუტაციას მოიცავს, ეს ვარიანტი შესაძლოა უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ამ დროისათვის დომინანტი „დელტაა“.
ჯანმომ ახალი ვარიანტის მსოფლიოში გავრცელების რისკი შეაფასა როგორც „ძალიან მაღალი“. ამასთან აღინიშნა, რომ „ომიკრონით“ გარდაცვალების შემთხვევა ჯერჯერობით არსად არ დაფიქსირებულა, თუმცა არ გამოირიცხება, რომ კორონავირუსის ამ ვარიანტით ისინიც დაინფიცირდნენ, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19.
ყველა ახალი ამბავი
0