https://sputnik-georgia.com/20211127/dagrovebiti-sapensio-sistemis-warmatebebi-da-danakargebi-uaxlesi-monacemebi-262409365.html
დაგროვებითი საპენსიო სისტემის წარმატებები და დანაკარგები საქართველოში: უახლესი მონაცემები
დაგროვებითი საპენსიო სისტემის წარმატებები და დანაკარგები საქართველოში: უახლესი მონაცემები
Sputnik საქართველო
საპენსიო ფონდის მომგებიანობამ 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე პერიოდში 24,5% შეადგინა 27.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-27T12:30+0400
2021-11-27T12:30+0400
2021-11-27T12:30+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262383898_0:0:3147:1771_1920x0_80_0_0_5dbee4b9023862faebb159b73fbeada8.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. დაგროვებითი პენსიის ინვესტიციების მომგებიანობა ნაწილობრივ შთანთქა მაღალმა ინფლაციამ და ლარის კურსის ცვლილებამ, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა.საპენსიო სააგენტოს ანგარიში მოიცავს 2021 წლის 30 ივნისამდე პერიოდს.დოკუმენტის მიხედვით, საპენსიო ფონდის მომგებიანობა 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 24,5% იყო, მაშინ როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი 17,9%-ის, ხოლო ლარის დევალვაცია 18,24%-ის დონეზე იყო.საპენსიო აქტივების მთლიანმა მოცულობამ 30 ივნისის მდგომარეობით 1,89 მილიარდი ლარი შეადგინა.30 ივნისისთვის 1,6 მილიარდი ლარის აქტივები რვა ქართულ ბანკში იყო განთავსებული. ამ აქრივების 70,3%-ს ერიცხება ფიქსირებული პროცენტი, ხოლო 29,7%-ს - მცურავი.2021 წლის პირველ ნახევარში სააგენტოს საინვესტიციო სამსახურმა შეიძინა 10 სადეპოზიტო სერტიფიკატი და გრძელვადიანი ანაბარი, ჯამში 288,2 მლნ ლარის საერთო მოცულობის.„ჩვენ ვისარგებლეთ ბაზარზე არსებული მზარდი საპროცენტო განაკვეთებით და დავაფიქსირეთ მაღალი ფიქსირებული განაკვეთები, ხოლო მიმდინარე მომგებიან ანგარიშებზე შევინარჩუნეთ მცურავი განაკვეთი, რაც გარკვეულწილად აზღვევს ინფლაციურ ფონს“, - ნათქვამია ანგარიშში.ამასთან, სააგენტოს ცნობით, 30 ივნისის მდგომარეობით, აქტივების 83% განთავსებულია ბანკებში „BB-“ რეიტინგით, 8% - რეიტინგით - „B+“, ხოლო დანარჩენი - ბანკებში რეიტინგით „BB+", „BB" და „B".ვინ აგროვებს პენსიასდაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და სავალდებულოა.შემუშავებული სქემით, 24 ათას ლარზე ნაკლები ნომინალური წლიური შემოსავლის მქონე მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს ის თავად გადაიხდის, 2%-ს - მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს - სახელწმიფო. 24 ათასიდან 60 ათას ლარამდე ოდენობის წლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.ანგარიშის მიხედვით, 30 ივნისისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი იყო ჩართული.1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით სისტემა 1007-მა ადამიანმა დატოვა, საიდანაც 281-მა უკვე ისარგებლა დაგროვებული პენსიით.
https://sputnik-georgia.com/20211124/262327159.html
https://sputnik-georgia.com/20211116/saqartvelosi-pensionerebi-1-ianvridan-gazrdil-pensias-miireben-262131286.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262383898_190:0:2921:2048_1920x0_80_0_0_5c6ef388d1579ff7f9b70f9fe2a915c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
დაგროვებითი საპენსიო სისტემის წარმატებები და დანაკარგები საქართველოში: უახლესი მონაცემები
საპენსიო ფონდის მომგებიანობამ 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე პერიოდში 24,5% შეადგინა
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. დაგროვებითი პენსიის ინვესტიციების მომგებიანობა ნაწილობრივ შთანთქა მაღალმა ინფლაციამ და ლარის კურსის ცვლილებამ, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს
ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა.
საპენსიო სააგენტოს ანგარიში მოიცავს 2021 წლის 30 ივნისამდე პერიოდს.
დოკუმენტის მიხედვით, საპენსიო ფონდის მომგებიანობა 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 24,5% იყო, მაშინ როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი 17,9%-ის, ხოლო ლარის დევალვაცია 18,24%-ის დონეზე იყო.
საპენსიო აქტივების მთლიანმა მოცულობამ 30 ივნისის მდგომარეობით 1,89 მილიარდი ლარი შეადგინა.
30 ივნისისთვის 1,6 მილიარდი ლარის აქტივები რვა ქართულ ბანკში იყო განთავსებული. ამ აქრივების 70,3%-ს ერიცხება ფიქსირებული პროცენტი, ხოლო 29,7%-ს - მცურავი.
2021 წლის პირველ ნახევარში სააგენტოს საინვესტიციო სამსახურმა შეიძინა 10 სადეპოზიტო სერტიფიკატი და გრძელვადიანი ანაბარი, ჯამში 288,2 მლნ ლარის საერთო მოცულობის.
„ჩვენ ვისარგებლეთ ბაზარზე არსებული მზარდი საპროცენტო განაკვეთებით და დავაფიქსირეთ მაღალი ფიქსირებული განაკვეთები, ხოლო მიმდინარე მომგებიან ანგარიშებზე შევინარჩუნეთ მცურავი განაკვეთი, რაც გარკვეულწილად აზღვევს ინფლაციურ ფონს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, 30 ივნისის მდგომარეობით, აქტივების 83% განთავსებულია ბანკებში „BB-“ რეიტინგით, 8% - რეიტინგით - „B+“, ხოლო დანარჩენი - ბანკებში რეიტინგით „BB+", „BB" და „B".
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და სავალდებულოა.
შემუშავებული სქემით, 24 ათას ლარზე ნაკლები ნომინალური წლიური შემოსავლის მქონე მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს ის თავად გადაიხდის, 2%-ს - მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს - სახელწმიფო. 24 ათასიდან 60 ათას ლარამდე ოდენობის წლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.
ანგარიშის მიხედვით, 30 ივნისისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი იყო ჩართული.
1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით სისტემა 1007-მა ადამიანმა დატოვა, საიდანაც 281-მა უკვე ისარგებლა დაგროვებული პენსიით.