https://sputnik-georgia.com/20211116/saqartvelosi-pensionerebi-1-ianvridan-gazrdil-pensias-miireben-262131286.html
საქართველოში პენსიონერები 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას მიიღებენ
საქართველოში პენსიონერები 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას მიიღებენ
Sputnik საქართველო
საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2022 წლის საქართველოს ბიუჯეტში დაახლოებით 2,9 მილიარდი ლარია გამოყოფილი. 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T23:34+0400
2021-11-16T23:34+0400
2021-11-17T00:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259991351_0:194:3045:1908_1920x0_80_0_0_492c0e54ebb9d24ad3a2b2ffa9fe61cf.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში პენსიების ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ასაკით პენსიონერების პენსია გაიზრდება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.პენსიების ინდექსაციის წესი მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ახლა ის ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.მინისტრის თქმით, 70 წლამდე პენსიონერების პენსია გაიზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.შესაბამისად, ახლა 70 წლამდე პენსიონერები მიიღებენ 20 ლარით მეტ პენსიას – 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერები – 25 ლარით მეტს, 300 ლარის ოდენობით.საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2022 წლის საქართველოს ბიუჯეტში დაახლოებით 2,9 მილიარდი ლარია გამოყოფილი.ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან. ბოლო მონაცემებით, საქართველოში პენსიას იღებს დაახლოებით 794,4 ათასი ადამიანი, აქედან 70 წელს ზემოთ – 417,4 ათასი.
https://sputnik-georgia.com/20211116/ramdeni-procentit-gaezrdebat-xelfasebi-sajaro-moxeleebs-262130690.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259991351_108:119:2680:2048_1920x0_80_0_0_8d813df0b595eb13f8c8efc7c271e02a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში პენსიონერები 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას მიიღებენ
23:34 16.11.2021 (განახლებულია: 00:20 17.11.2021) საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2022 წლის საქართველოს ბიუჯეტში დაახლოებით 2,9 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში პენსიების ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ასაკით პენსიონერების პენსია გაიზრდება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
პენსიების ინდექსაციის წესი მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ახლა ის ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
მინისტრის თქმით, 70 წლამდე პენსიონერების პენსია გაიზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.
შესაბამისად, ახლა 70 წლამდე პენსიონერები მიიღებენ 20 ლარით მეტ პენსიას – 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერები – 25 ლარით მეტს, 300 ლარის ოდენობით.
საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2022 წლის საქართველოს ბიუჯეტში დაახლოებით 2,9 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან. ბოლო მონაცემებით, საქართველოში პენსიას იღებს დაახლოებით 794,4 ათასი ადამიანი, აქედან 70 წელს ზემოთ – 417,4 ათასი.