პოლიცია, „სასწრაფო“ და დიდი ხმაური – 2022 წლის ბიუჯეტი ზუგდიდის საკრებულომაც დაამტკიცა

© photo: Sputnik / Stringerდაპირისპირება ზუგდიდში
დაპირისპირება ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
ზუგდიდის რაიონის მერმა მოსახლეობას ბიუჯეტის დამტკიცება მიულოცა, ხოლო ოპოზიცია რაიონში კრიზისის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის კვალდაკვალ მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ოპოზიციის ხმაურიანი პროტესტის ფონზე ზუგდიდის საკრებულომაც დაამტკიცა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ზუგდიდიდან.
დოკუმენტი ძველი მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა, რომელიც უფლებამოსილებას ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომამდე, 3 დეკემბრამდე ინარჩუნებს. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ მხოლოდ 2017 წელს არჩეული დეპუტატები მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“.
ოპოზიცია ყველანაირად ცდილობდა სხდომის ჩატარებისა და ბიუჯეტის პროექტის მიღებისთვის ხელის შეშლას. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც სხდომათა დარბაზიდან და შემდეგ შენობიდან ძალით გამოიყვანა ოპოზიციონერები. დაპირისპირებები საკრებულოს დაცვასთან, მოგვიანებით კი პოლიციასთან პერიოდულად რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პოლიცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის მიუხედავად მაინც დაამტკიცეს
ყველაზე მეტად აქტიურობდა პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძე. პოლიციასთან ერთ-ერთი დაპირისპირებისას მან თითი იტკინა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. „გამოგვაგდეს და ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომატეხა“, – დაწერა წითლიძემ „ფეისბუქ“-გვერდზე.
მოგვიანებით მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება მოსახლეობას ზუგდიდის რაიონის მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცა. ბიუჯეტი 47,2 მლნ ლარით განისაზღვრა.
წოწერიას თქმით, პროცესი ყველა პროცედურისა და ვადების დაცვით ჩატარდა, რომლებსაც საბიუჯეტო კოდექსი და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს. როგორც მან აღნიშნა, დესტრუქციული ოპოზიციისთვის არ არის მნიშვნელოვანი, რამდენს შეადგენს ბიუჯეტი, როგორია მისი ძირითადი პარამეტრები, რაზე გადანაწილდა სახსრები. ისინი ამას მუნიციპალიტეტის ჩიხში, კრიზისში შეყვანის იარაღად მიიჩნევენ, განაცხადა წოწერიამ.
პოლიცია აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
ბათუმსა და ზუგდიდში არეულობების დროს ექვსი ადამიანია დაკავებული – შსს
ადგილზე პოლიციის მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო ორი ადამიანი დააკავეს. ისინი შენობის წინ ასფალტზე საპროტესტო წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ.
ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებით, ზუგდიდის საკრებულოში 45 ადგილიდან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 20 ადგილი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 22, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – სამი.
ყველა ახალი ამბავი
0