ბათუმსა და ზუგდიდში არეულობების დროს ექვსი ადამიანია დაკავებული – შსს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია აქციაზე
პოლიცია აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების ახლად არჩეულმა დეპუტატებმა საკრებულოების ძველი შემადგენლობის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება გააპროტესტეს.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმსა და ზუგდიდში საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებსა და შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები შეკრებისა და მოსაზრების გამოხატვის დროს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს სპეციალურ განცხადებაში.
უწყების ცნობით, არეულობების დროს დაკავებულია ზუგდიდში ორი და ბათუმში ოთხი ადამიანი. ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ.

„საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარეობს ორგანიზებული საპროტესტო აქციები... სამართალდამცველებმა ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
პოლიცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის მიუხედავად მაინც დაამტკიცეს
„წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზუგდიდსა და ბათუმში ძველი შემადგენლობის საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რამაც საკრებულოების ოპოზიციონერი ახლად არჩეული დეპუტატების პროტესტი გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0