თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnikვიდეოკამერა
ვიდეოკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანსა“ და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, სადაც ნაჩვენები იქნება ახლად აღდგენილი და გაციფრულებული 20-30-იანი წლების ქართული ფილმები.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. თბილისის რიგით 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დედაქალაქში 5-დან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
უცხოელი პროდიუსერებითა და კინოკრიტიკოსებით დაკომპლექტებული 3-კაციანი ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს სამ ნომინაციაში:
1.
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
2.
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;
3.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ფესტივალი გაიხსნება საქართველოს სახელით „ოსკარზე“ წარდგენილი ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“.
კინოფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება სხვა ისეთი ქართული ფილმებიც, რომლებმაც საერთაშორისო ფესტივალებზე კინოკრიტიკოსების ყურადღება მიიქციეს და დადებითი შეფასებებიც მიიღეს.
კინოდარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
ქართული კინო გერმანიაში საერთაშორისო კინოფესტივალზე მიემგზავრება
ერთ-ერთი ასეთია რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, რომელიც თებერვალში ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, და სოსო ბლიაძის ფილმი „ოთარის სიკვდილი“, რომლის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 80-ზე მეტი ფილმი უკრაინიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, არგენტინიდან, ისრაელიდან და ა.შ.
თბილისში 1920-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა იწყება>>
ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება 11 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ შედგება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“.
ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანსა“ და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში.
ყველა ახალი ამბავი
0