https://sputnik-georgia.com/20211120/tbilissi-1920-iani-wlebis-qartuli-kinosadmi-mizrvnili-retrospeqtiva-iwyeba-262244810.html
თბილისში 1920-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა იწყება
თბილისში 1920-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა იწყება
Sputnik საქართველო
ყველა ფილმის ჩვენებასა და საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია, გარდა ღონისძიებათა სერიის გახსნისა და დახურვისა 20.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-20T13:51+0400
2021-11-20T13:51+0400
2021-11-20T13:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249499902_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_7f9342b59a0d609e9a04aa2546f0a51b.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამზადებს 1920-1930-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში - 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.შაბათს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართება წიგნის „1920-იანი წლების ქართული კინო“ პრეზენტაცია. წიგნი-ალბომი მოიცავს საინტერესო სტატიებს გასული საუკუნის იმ პერიოდში მოღვაწე ქართველ რეჟისორებზე, ფილმოგრაფიას, უნიკალურ ფოტოებსა და საარქივო მასალებს. წიგნის რედაქტორები არიან კინოკრიტიკოსები ნინო მხეიძე და არჩილ შუბაშვილი.წიგნის პრეზენტაციის შემდეგ იგეგმება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმ „ელისოს“ (1928 წ.) რეტროსპექტივა. „ელისოს“ გარდა, მაყურებელო დიდ ეკრანზე პირველად ნახავს 1920-იან წლებში შექმნილ და ახლად აღდგენილ ქართულ ფილმებს: „არსენა ჯორჯიაშვილი“, „არსენა ყაჩაღი“, „სურამის ციხე“, „მამის მკვლელი“, „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ და სხვა.რეტროსპექტივა დაიხურება 19 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ ივანე პერესტიანის ფილმით „არსენა ჯორჯიაშვილი“, რომელიც 100 წლის წინ, 1921 წელს არის გადაღებული. სეანსის დროს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები შეასრულებენ კომპოზიტორ ნიკა ფასურის მუსიკას, რომელიც მან სპეციალურად ფილმისთვის შექმნა.წიგნის პრეზენტაციის და რეტროსპექტივის გარდა, პროექტი „ქართული კინო1920-1930“ მოიცავს საჯარო ლექციების სერიას, რომელიც 24 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ეროვნულ არქივში გაიმართება.ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობით. ამ დროისთვის რუსული „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში 60-მდე ფილმი დაბრუნდა, აქედან 34 რესტავრირებულია.1920-1930 წლების რეტროსპექტივაში მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით. პროექტის პარტნიორები არიან ეროვნული არქივი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.ყველა ფილმის ჩვენებასა და საჯარო ლექციაზე დასწრება უფასოა, გარდა გახსნისა და დახურვის ღონისძიებებისა. თუმცა, პანდემიის გამო, ეროვნული არქივის კინოთეატრში მხოლოდ 70 სტუმარი დაიშვება.
https://sputnik-georgia.com/20211114/merab-ninize-aziur-oskarze-sauketeso-mamakac-msaxiobad-dasaxelda-262054326.html
https://sputnik-georgia.com/20211112/meotxe-braitoni-aziuri-filmebis-festivalis-gamarjvebulia-262027561.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249499902_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_f9c1d788f9aa72ffd7a74be3414f635a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
თბილისში 1920-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა იწყება
ყველა ფილმის ჩვენებასა და საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია, გარდა ღონისძიებათა სერიის გახსნისა და დახურვისა
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამზადებს 1920-1930-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში - 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
შაბათს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართება წიგნის „1920-იანი წლების ქართული კინო“ პრეზენტაცია. წიგნი-ალბომი მოიცავს საინტერესო სტატიებს გასული საუკუნის იმ პერიოდში მოღვაწე ქართველ რეჟისორებზე, ფილმოგრაფიას, უნიკალურ ფოტოებსა და საარქივო მასალებს. წიგნის რედაქტორები არიან კინოკრიტიკოსები ნინო მხეიძე და არჩილ შუბაშვილი.
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ იგეგმება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმ „ელისოს“ (1928 წ.) რეტროსპექტივა. „ელისოს“ გარდა, მაყურებელო დიდ ეკრანზე პირველად ნახავს 1920-იან წლებში შექმნილ და ახლად აღდგენილ ქართულ ფილმებს: „არსენა ჯორჯიაშვილი“, „არსენა ყაჩაღი“, „სურამის ციხე“, „მამის მკვლელი“, „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ და სხვა.
რეტროსპექტივა დაიხურება 19 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ ივანე პერესტიანის ფილმით „არსენა ჯორჯიაშვილი“, რომელიც 100 წლის წინ, 1921 წელს არის გადაღებული. სეანსის დროს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები შეასრულებენ კომპოზიტორ ნიკა ფასურის მუსიკას, რომელიც მან სპეციალურად ფილმისთვის შექმნა.
წიგნის პრეზენტაციის და რეტროსპექტივის გარდა, პროექტი „ქართული კინო1920-1930“ მოიცავს საჯარო ლექციების სერიას, რომელიც 24 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ეროვნულ არქივში გაიმართება.
ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობით. ამ დროისთვის რუსული „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში 60-მდე ფილმი დაბრუნდა, აქედან 34 რესტავრირებულია.
1920-1930 წლების რეტროსპექტივაში მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით. პროექტის პარტნიორები არიან ეროვნული არქივი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
ყველა ფილმის ჩვენებასა და საჯარო ლექციაზე დასწრება უფასოა, გარდა გახსნისა და დახურვის ღონისძიებებისა. თუმცა, პანდემიის გამო, ეროვნული არქივის კინოთეატრში მხოლოდ 70 სტუმარი დაიშვება.