ფარსმან კოლხი: ბიზანტიის იმპერატორის სახელოვანი ქართველი სარდალი

© Pixabay / molochszczecinКольчуга, топор и мечи
Кольчуга, топор и мечи - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
V საუკუნის მიწურულს ირანსა და ბიზანტიას შორის წარმოებულმა ომებმა ვერცერთი მხარის ინტერესები ვერ დააკმაყოფილა.
ირანი ისევ განაგრძნობდა ქრისტიანთა დევნა-შევიწროებას, ბიზანტია კი შეუპოვრად ცდილობდა სპარსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას. ასე მოვიდნენ ისინი 502 წლამდე.
VI საუკუნის დასაწყისში ისევ დაიძაბა ურთიერთობა ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. მიზეზი − ბიზანტიის გავლენის გაზრდა ამიერკავკასიასა და არაბეთში. ირანი ამას ვერ ურიგდებოდა და ამ ორ დიდ იმპერიას შორის ახალი კონფლიქტი გარდაუვალი შეიქმნა. საჭირო იყო მხოლოდ ომის დაწყების საბაბი და ეს საბაბიც მალე მოიძებნა.
496 წელს ირანელმა დიდებულებმა შეთქმულება მოაწყვეს, კავად შაჰი ტახტიდან ჩამოაგდეს და მისი ძმა ჯამასპი გაამეფეს. დაპატიმრებული მეუღლის დასახსნელად კავადის ცოლმა ციხის უფროსი მოხიბლა, დანებდა და ყოფილი შაჰი ციხიდან გააპარა. კავადი ჰუნებთან გაიქცა, იქიდან სპარსეთში ჰუნთა ჯარით დაბრუნდა და 498 წელს ტახტი დაიბრუნა.
ძველებური საწერი მოწყობილობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
ისტორიული წერილები: როგორ მიმართავდნენ ქართველ მეფეებს მსოფლიო იმპერიათა მბრძანებლები
გაწეული სამხედრო სამსახურისათვის ჰუნებისათვის მას დიდი თანხა უნდა გადაეხადა. და სასანიდი შაჰი სესხის ასაღებად ბიზანტიის იმპერატორ ანასტასის მიადგა. კეისარმა არც ფული მისცა და კავადი მასხრადაც აიგდო. გაცოფებული შაჰი 502 წლის გვიან შემოდგომაზე დიდი ჯარით შეიჭრა სომხეთში.
ქართული წყაროების თანახმად, ირანის შაჰმა იბერიის მეფე ვახტანგ გორგასალს შემოუთვალა, რომ ბიზანტიაზე სალაშქროდ გამზადებულიყო. ვახტანგმა ჯარი შეჰყარა, ოღონდ არა ბიზანტიაზე სალაშქროდ, არამედ ირანელთა წინააღმდეგ საომრად. საპარსელებმაც არ დაახანეს და იბერიაში შემოიჭრნენ. მართალია სამგორ-უჯარმის სანახებთან გამართულ ბრძოლაში ვახტანგ მეფე სასიკვდილოდ დაიჭრა, მაგრამ გამარჯვება მაინც იბერიელებს დარჩათ.
სპარსელებს ხელი მოეცარათ სომხეთშიც, თუმცა ამიერკავკასიაში განცდილი წარუმატებლობა შუამდინარეთში აინაზღაურეს, სადაც ბიზანტიელები ძალზე უგერგილოდ ირჯებოდნენ. ირანაელებმა იოლად დაჯაბნეს მტერი და შუამდინარეთიდან, ტიგროსსა და ევფრატს შორის არსებული ციხე-ქალაქებიდან გაყარეს.
კახეთი, სოფელი მელაანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამორჩეული საქართველო, ანუ რით შეგვიძლია ვიამაყოთ: რამდენიმე უნიკალური ფაქტი
502 წლის ბოლოს სპარსელებმა სტრატეგიულ ქალაქ ამიდას (ამჟამინდელი დიარბაქირი) შეუტიეს. ქალაქის დაცვა ბიზანტიელებს ძალიან გაუჭირდათ. მისი აღებით სპარსელები „შუაზე ჭრიდნენ“ ბიზანტიის იმპერიას და კონსტანტინოპოლს სირია-ანტიოქიისკენ და ეგვიპტისკენ მიმავალ სახმელეთო გზას უკეტავდნენ. მისი დაკარგვით ბიზანტიას სირიისა და ეგვიპტის შენარჩუნება გაუჭირდებოდა. ამიტომ ამ სტრატეგიული ქალაქისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაჩაღდა.
503 წლის იანვარში ამიდა დაეცა. კავადმა იქ დიდი გარნიზონი ჩააყენა გლონის მეთაურობით, გარეთაც დამხმარე ჯარები დატოვა ორი მარზპანის ხელმძღვანელობით და ქტესიფონში დაბრუნდა.
ბიზანტიელებს ქალაქისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. ვერც ქალაქსა და ვერც ციხე-სიმაგრეს ძვრა ვერ უყვეს. და გაწბილებულმა იმპერატორმა ანასტასიმ ამიდისთვის ბრძოლაში ფარსმან კოლხი ჩააბა.
სამწუხაროდ, გამორჩეულ სარდალ ფარსმან კოლხზე ბევრი არაფერია ცნობილი. არადა ის 502-506 წლებში ბიზანტია-ირანის ომის გმირი იყო, რომლის თავდადებამაც დიდი მარცხისგან იხსნა ბიზანტიელები.
სამშვილდის სიონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
„სპა მცველად ციხეთა კახეთისათა“, ანუ ლევან კახთ მეფისა და ივანე მრისხანეს გარიგება
ფარსმან კოლხის არც გვარია ცნობილი და არც ის ვიცით, თუ როგორ აღმოჩნდა ბიზანტიაში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისმა სახელმა ბიზანტია-ირანის ოთხწლიან ომში გაიბრწყინა და ყველას − მტერსაც და მოყვარესაც დაამახსოვრა თავი როგორც დიდმა სტრატეგოსმა და უშიშარმა ადამიანმა.
ამ დიდი სარდლის შესახებ თუ რამაა ცნობილი, ძირითადად ყველაფერი ბიზანტიური წყაროების დამსახურებაა. არც მისი ეპოქისა და არც შემდგომი პერიოდის ქართული წყაროები არაფერს გვაუწყებს მის შესახებ.
ფარსმანი უშიშარი და ფიზიკურად ძლიერი ადამიანი ყოფილა. ქალაქ ამიდაში სახელი გაუთქვამს როგორც დახელოვნებულ მონადირეს. თუ მის თანამედროვე ავტორებს დავუჯერებთ, ფარსმან კოლხი ყოველდღე 40 გარეულ ღორს ინადირებდა, რომელთაგან ნახევარს ამიდაში, ნახევარს ედესაში გზავნიდა.
ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ნინა პიგულევსკაიას თანახმად, ბიზანტია-ირანის ომში მონაწილე სარდლებს შორის ყველაზე უფრო ნიჭიერი და სამხედრო-ორგანიზატორული უნარებით გამორჩეული სწორედ ფარსმან კოლხი ყოფილა, ხოლო ბიზანტიის იმპერატორი ანასტასი მას დიდ ნდობას უცხადებდა.
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2021
უფლისწულის სიკვდილის შემდეგ შერიგებული მეფეები და დასამარებული ქართული იმედი
როგორც ბიზანტიელი მემატიანე პროკოფი კესარიელი გვამცნობს, იმპერატორმა, როგორც კი შეიტყო ირანელების მიერ ამიდას ალყაში მოქცევის ამბავი, მის გადასარჩენად მაშინვე გაგზავნა ჯარი ფარსმან კოლხისა და სხვა ბიზანტიელი სარდლების მეთაურობით. იმპერატორმა ეს არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ „ფარსმანი, წარმოშობით კოლხი, განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო სამხედრო საქმეში...“
ამავე ცნობის მიხედვით, ფარსმან კოლხი საიმპერატორო კართან დაახლოებული პირი იყო. ბიზანტია-ირანის ომის დაწყების წინ ფარსმანს უკვე ჰქონია დიდი სამხედრო გამოცდილება და, შესაბამისად, ცნობილი პიროვნებაც ყოფილა ბიზანტიის იმპერიაში.

„მხოლოდ ერთმა მამაცმა მეომარმა ფარეზმანემ რამდენჯერმე გაიმარჯვა სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში, შეიქნა სახელოვანი და სპარსელებს შიშის ზარი დასცა, მისი სახელი მათ აშინებდა, მისი საქმეები ანადგურებდა და ასუსტებდა მათ რიცხვს. მის წინაშე ისინი მხდალობდნენ და მარცხდებოდნენ“, − წერს ზაქარია რიტორი.

ფარსმან კოლხის სამხედრო ტაქტიკის თაობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. იეშუ სტილიტის ცნობით, ბიზანტიელმა სარდლებმა – ფარსმან კოლხმა და თეოდორემ ცხვრის ფარა მირეკეს ამიდის გალავანთან და ასე გამოიტყუეს ქალაქიდან 400 სპარსელი ჯარისკაცი და მათი სარდალი. შემდეგ ჯარისკაცები პირწმინდად დახოცეს, ხოლო სარდალი დაატყვევეს და ქალაქი აიღეს.
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
დადეშქელიანის ბოლო ბრძოლა: ამბავი სვანეთის უკანასკნელი მთავრისა
ზაქარია რიტორის ცნობით კი, ქართველი სარდალი 500 ცხენოსნით მიადგა ამიდას, რომელშიც ირანული გარნიზონი იდგა. ის დაუდარაჯდა სპარსელებს, რომლებიც სოფლების საძარცვავად იყვნენ გასული, შემდეგ ზოგი მათგანი დახოცა, ზოგსაც საქონელი და ცხენები წაართვა. შემდეგ ფარსმანმა ქალაქიდან სპარსთა ჯარისა და სარდალ გლონის გამოტყუება მოახერხა და ამოჟლიტა ისინი.
ბიზანტიელთა კოლხმა სარდალმა ამიდაში დარჩენილ სპარსელებს უვნებლობის პირობა მისცა და „დარჩა ქალაქში და მართავდა მცხოვრებლებსა და ქვეყანას“. ასე რომ, ფარსმანს იცნობდნენ არა მარტო როგორც კარგ სარდალს, არამედ როგორც კარგ მმართველსაც.
გოლიათური აღნაგობის ფარსმანის ყოველი გამოჩენა ბრძოლის ველზე შიშის ზარს სცემდა თურმე სპარსელებს. თუ ბიზანტიელ მემატიანეებს ვერწმუნებით, მას სპარსელებთან ბრძოლა არცერთხელ არ წაუგია.
კოლხმა სარდალმა თავი ისახელა როგორც კარგმა ორგანიზატორმაც. ქალაქის აღების შემდეგ მან ჯარისკაცებს ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვა-რბევა აუკრძალა და, უფრო მეტიც, იმპერატორთან იშუამდგომლა და ამიდის მოქალაქენი 7 წლით გაათავისუფლა ყოველგვარი გადასახადისგან. მისმა ასეთმა ნაბიჯებმა სახელი და დიდება მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობაში.
სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
ამბავი ქართველი პრინცისა, რომელიც კინაღამ ბულგარეთის მეფე გახდა
კოლხი სარდალი არა მხოლოდ ამიდის, ამ ქალაქთან ახლოს მდებარე სასაზღვრო სოფელ დარასაც წარმატებით იცავდა, რომელიც არაერთხელ გამხდარა სპარსელთა თავდასხმების ობიექტი. მისი უკეთ დაცვის მიზნით ფარსმანმა გალავანი ააგო და სპარსელებს ფეხი ამოაკვეთინა ამიდის მთელი ოლქიდან.
მემატიანეთა ცნობით, 505 წლის აგვისტოში ფარსმანი თავისი ჯარით შუამდინარეთში იბრძოდა ქალაქ ედესას დასაცავად. მხედართმთავარმა იპატმა იმპერატორის იმედები ვერ გაამართლა. ბრძოლიდან გაქცეული სტრატეგი მბრძანებელმა სარდლობიდან გადააყენა და მის ნაცვლად ქალაქის გარნიზონის უფროსად და ოლქის მმართველად ფარსმან კოლხი დანიშნა...
ამასობაში დაპირებული გასამრჯელოს მომლოდინე ჰუნებს მოთმინების ძაფი გაუწყდათ და 505-506 წლების მიჯნაზე სპარსეთის აღმოსავლური პროვინციები ააოხრეს. კავადს არ შეეძლო ორ ფრონტზე ბრძოლა და ბიზანტიელებთან დაზავების გუნებაზე დადგა.
ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
საკუთარ ინტრიგებს შეწირული „უდღეური“ მეფე - ამბავი საქართველოს ისტორიიდან
საზავო მოლაპარაკებებში ბიზანტიელთა მხრიდან, სხვა სარდლებთან ერთად, ფარსმან კოლხიც მონაწილეობდა, რაც მის დიდ ავტორიტეტზე მიუთითებს. მოლაპარაკებაზე მოწინააღმდეგე მხარეები უიარაღოდ უნდა გამოცხადებულიყვნენ, მაგრამ ერთმა ბიზანტიელმა შეამჩნია, რომ ირანელთა სარდალი შეიარაღებული იყო. გაბრაზებულმა ფარსმანმა შიშველი ხელებით დაატყვევა შეიარაღებული მოწინააღმდეგე. იმ დღეს მოლაპარაკება ჩაიშალა, თუმცა მერე მაინც გაგრძელდა და მებრძოლი მხარეები დაზავდნენ.
სამწუხაროდ, ამის შემდეგ ფარსმან კოლხის კვალი იკარგება. მოგვიანებით ბიზანტიელ მემატიანეთა ანალებში ჩნდება ფარსმან კოლხის შვილის ზუნასა და შვილიშვილების − რუფინესა და ლეონტის სახელები, რომლებიც, სახელოვანი წინაპრის მსგავსად, ასევე სახელმოხვეჭილი სარდლები იყვნენ საიმპერატორო კარზე.
ყველა ახალი ამბავი
0