როდის ამუშავდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტლებით, ენერგეტიკული ბირჟა არა 2022 წლის 1 იანვარს, არამედ 1 მარტს ამოქმედდება.
შესაბამისი ცვლილებები „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილებაში შევიდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ელექტროენერგიის ბაზრის ამოქმედების თარიღი გადაიდო. იყო ვარაუდი, რომ ბირჟა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დაიწყებდა მუშაობას, თუმცა, მაშინ ბაზრის მონაწილეები საათობრივი ვაჭრობისთვის მზად არ იყვნენ.
ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2019
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა შეიქმნა
პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ენერგეტიკული ბაზრების დანერგვა იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც საქართველომ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების თანახმად უნდა განახორციელოს.
„შეიძლება მთავრობაა დამნაშავე": პრემიერმა „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ვითარება შეაფასა>>>
ენერგეტიკული ბაზრის პროექტის საშუალებით შესაძლებელი გახდება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ენერგეტიკის დარგში, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, დაინერგება ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ყველა ახალი ამბავი
0