სააკაშვილი მის გასათავისუფლებლად საინიციატივო ჯგუფის შექმნის წინადადებით გამოდის

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალში მთავრობაში რამე პოზიციაზე თავის თავს ვერ ხედავს.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად მიიჩნევს საინიციატივო ჯგუფის შექმნას, რომელიც პატიმრობიდან მის გათავისუფლებაზე იმუშავებს.
სააკაშვილი სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. ის ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც ციხის საავადმყოფოდან შიმშილობის 50 დღის შემდეგ გადაიყვანეს. სააკაშვილის დაპატიმრების დროიდან საქართველოში მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები თითქმის ყოველდღე იმართება.

„რათა გავფანტოთ სუსის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე... დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც... კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში საზოგადოებისადმი.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, სრულიად ნათელია, რომ მოქმედ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი მიტინგებია.
„რაც უფრო გამბედავები და დაუღალავები ვიქნებით, მით უფრო მივუახლოვდებით ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას, რაც მოიტანს არა მხოლოდ ჩემს, არამედ ყველა უკანონოდ დევნილის თავისუფლებას“, – დაწერა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მისი დაკავებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელი შეუშალოს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
სააკაშვილს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება - პირადი ექიმი
„შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით ივანიშვილი, ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უახლოესი კვირები ძალზე მნიშვნელოვანია.
„თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს... არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა“, – დაწერა სააკაშვილმა.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
სახალხო დამცველი: უზრუნველყავით სააკაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება
ის დარწმუნებულია, რომ სასამართლოში სამართლიანობის მიღწევის შანსი არა აქვს.
„ივანიშვილს რომ მართლა სურდეს ჩემი გასამართლება სამართლიანობის აღდგენის მოტივით, იგი დათანხმდებოდა ჩემ მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს შესახებ. კვლავ ვიმეორებ ამ შეთავაზებას და ვაცხადებ, რომ მე, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ მეშინია თავისუფლად და საჯაროდ წარვდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ქართველი ხალხის თვალწინ დავიცვა ჩემი სიმართლე და გავიმარჯვო“, – აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.
ამის მიუხედავად, ის მოითხოვს სასამართლო პროცესებზე დასწრების ნებართვას, სადაც ის დაელაპარაკება „ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს“.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
ოპოზიცია გამოდის წინადადებით, სააკაშვილის ბედი უცხოელ მოსამართლეებს ანდონ
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღის შემდეგ შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სააკაშვილი არის ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის, სახელმწიფოს თანხების გაფლანგვისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეების ფიგურანტი.
ყველა ახალი ამბავი
0