სახალხო დამცველი: უზრუნველყავით სააკაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
ომბუდსმენის თქმით, პირველმა მოსმენებმა დაარღვია სააკაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფაა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორის საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობას გადის.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ორშაბათს განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტა შესაძლოა სასამართლო პროცესებზე მისი დასწრების საფუძველი გახდეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დარბევას ეხება, მორიგი სხდომა 29 ნოემბერს დანიშნა.

„უმნიშვნელოვანესია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამწუხაროდ, პირველი სამი განხილვისას დარღვეული იყო მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება. კითხვები მაქვს, რამდენად მოხდება მისთვის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, მას ჯერ არ აქვს პასუხი კითხვაზე – უნდა გათავისუფლდეს თუ არა დროებით ექს-პრეზიდენტი.
„ამას აქვს თავის საფუძვლები, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ., რაზეც უფრო ზუსტ პასუხს გეტყვით მას შემდეგ, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შევაფასებთ“, – განუცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
იუსტიციის მინისტრი სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დასწრებას არ გამორიცხავს
სააკაშვილს სასამართლო მოსმენებზე დასწრების საშუალება არც ერთხელ არ მიეცა. პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტის სასამართლო დარბაზში მიყვანაზე უარი ახსნა იმით, რომ ეს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გაკეთდა და ასევე ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი იყო პროვოკაციები.
სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობა შაბათის ღამით ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა. ის ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
ოპოზიცია გამოდის წინადადებით, სააკაშვილის ბედი უცხოელ მოსამართლეებს ანდონ
მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მას დააბრუნებენ რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე 6-წლიან პატიმრობის მოხდას გააგრძელებს. ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან – მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ განიხილება სამი საქმე, ერთ-ერთზე მაქსიმალური სასჯელი 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0