https://sputnik-georgia.com/20211123/iusticiic-ministri-sasamartlo-procesze-saakasvilis-daswrebas-ar-gamoricxavs-262294015.html
იუსტიციის მინისტრი სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დასწრებას არ გამორიცხავს
იუსტიციის მინისტრი სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დასწრებას არ გამორიცხავს
Sputnik საქართველო
ჩვენ აუცილებლად დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მომავალში სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგება, განაცხადა მინისტრმა. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T08:30+0400
2021-11-23T08:30+0400
2021-11-23T17:52+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058635_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_0a309064cb9f0e3792f515c2a7cd40ef.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტა შესაძლოა სასამართლო პროცესებზე მისი დასწრების საფუძველი გახდეს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დარბევას ეხება, მორიგი სხდომა 29 ნოემბერს დანიშნა.მინისტრის თქმით, სააკაშვილს სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარი ეთქვა ორი ფაქტორის გამო – ესაა უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოქტომბრის ბოლოს აღძრა სისხლის სამართლის საქმე – „შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“. პენიტენციური სამსახური ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერების მხრიდან პროვოკაციებს ელოდა.„ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის მთავარი ამოსავალი პრინციპი. ბუნებრივია, ეს არის საფუძველთა საფუძველი. აქ ჩვენ თეორიულ რისკსაც ვერ დავუშვებდით, შესაბამისად, როდესაც ეს რისკი იქნება გამორიცხული, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში“, – განაცხადა ბრეგაძემ.ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლიდან სასჯელაღსრულების სისტემაში შიმშილობის დაახლოებით 2 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული და ყველა მათგანში სასჯელაღსრულების სამსახური წარმოშობილ რისკებს გაუმკლავდა.სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობა შაბათის ღამით ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა. ის ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მას დააბრუნებენ რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე 6-წლიან პატიმრობის მოხდას გააგრძელებს. ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან – მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ განიხილება სამი საქმე, ერთ-ერთზე მაქსიმალური სასჯელი 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20211115/saakasvilis-mier-sazrvris-ukanono-gadmokveta-sasamartlo-procesi-samsabats-gaimarteba-262097772.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058635_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_433faa9ad0eb87cd7bce71aac7f17c0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
იუსტიციის მინისტრი სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დასწრებას არ გამორიცხავს
08:30 23.11.2021 (განახლებულია: 17:52 23.11.2021) ჩვენ აუცილებლად დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მომავალში სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტა შესაძლოა სასამართლო პროცესებზე მისი დასწრების საფუძველი გახდეს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დარბევას ეხება, მორიგი სხდომა 29 ნოემბერს დანიშნა.
„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში“, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, სააკაშვილს სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარი ეთქვა ორი ფაქტორის გამო – ესაა უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოქტომბრის ბოლოს აღძრა სისხლის სამართლის საქმე – „შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“. პენიტენციური სამსახური ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერების მხრიდან პროვოკაციებს ელოდა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის მთავარი ამოსავალი პრინციპი. ბუნებრივია, ეს არის საფუძველთა საფუძველი. აქ ჩვენ თეორიულ რისკსაც ვერ დავუშვებდით, შესაბამისად, როდესაც ეს რისკი იქნება გამორიცხული, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლიდან სასჯელაღსრულების სისტემაში შიმშილობის დაახლოებით 2 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული და ყველა მათგანში სასჯელაღსრულების სამსახური წარმოშობილ რისკებს გაუმკლავდა.
სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობა შაბათის ღამით ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა. ის ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მას დააბრუნებენ რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე 6-წლიან პატიმრობის მოხდას გააგრძელებს. ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან – მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ განიხილება სამი საქმე, ერთ-ერთზე მაქსიმალური სასჯელი 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.