https://sputnik-georgia.com/20211115/saakasvilis-mier-sazrvris-ukanono-gadmokveta-sasamartlo-procesi-samsabats-gaimarteba-262097772.html
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთა: სასამართლო პროცესი სამშაბათს გაიმართება
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთა: სასამართლო პროცესი სამშაბათს გაიმართება
Sputnik საქართველო
სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდება თითქმის ერთი თვის წინ წაუყენეს, თუმცა საქმეს სასამართლომდე ჯერ არ მიუღწევია 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T23:20+0400
2021-11-15T23:20+0400
2021-11-15T23:20+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068818_0:167:1280:887_1920x0_80_0_0_a8653c6ec1b082666cf0d3eed96454d1.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამშაბათს, 16 ნოემბერს არის ჩანიშნული, განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად შემოვიდა, დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მას სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ, განხილვის პროცესშია. თავად ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს – გაყალბებულს უწოდებს.საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.განაჩენი ჯერჯერობით არ არის გამოტანილი ორ საქმეზე: 2007 წელს 7 ნოემბრის აქციის და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის და ასევე დიდი ოდენობით (9 მლნ ლარის) ფულის გაფლანგვის საქმეზე.
https://sputnik-georgia.com/20211115/pijakebi-sasamartlostan-video-262079485.html
https://sputnik-georgia.com/20211115/sxdoma-saakasvilis-saqmeze-2-dekembers-gaimarta-262083898.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068818_166:163:1228:960_1920x0_80_0_0_4a0b56cd3d5aae206a56c68dc5467ac0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთა: სასამართლო პროცესი სამშაბათს გაიმართება
სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდება თითქმის ერთი თვის წინ წაუყენეს, თუმცა საქმეს სასამართლომდე ჯერ არ მიუღწევია
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამშაბათს, 16 ნოემბერს არის ჩანიშნული, განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად შემოვიდა, დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მას სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ, განხილვის პროცესშია. თავად ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს – გაყალბებულს უწოდებს.
„საზღვრის კვეთის საქმეზე უკვე ლამის ერთი თვეა, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარუდგინეს, მაგრამ ამ დრომდე სასამართლოში საქმე არ წაუღიათ. ხვალ ჩანიშნეს ეს პროცესი და ეცდებიან, კვლავ მიზეზად მოიტანონ სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არც ხვალინდელ პროცესზე არ ეცდებიან სააკაშვილის მოყვანას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
განაჩენი ჯერჯერობით არ არის გამოტანილი ორ საქმეზე: 2007 წელს 7 ნოემბრის აქციის და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის და ასევე დიდი ოდენობით (9 მლნ ლარის) ფულის გაფლანგვის საქმეზე.