თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პიჯაკები მიიტანეს – სააკაშვილის მხარდამჭერთა პერფორმანსი

გამოწერა
„პიჯაკების საქმის“ პროცესი, რომელშიც ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.
სააკაშვილის რამდენიმე მომხრემ სასამართლოს შენობასთან მიიტანა რამდენიმე პიჯაკი, სარეცხი საშუალება, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი, კბილის პასტა და სამგლოვიარო გვირგვინი. მათი თქმით, ეს ნივთები სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდების აბსურდულობას უსვამს ხაზს.
„ჩვენ ვმართავთ ამ პერფორმანსს იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, რამდენად სულელურია სააკაშვილისადმი წაყენებული ბრალდებები“, – განაცხადა აქციის მონაწილე ირინა ცააძემ. თავად სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ იმყოფება.
აქციის მონაწილეებმა ასევე გააპროტესტეს პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაყვანაზე უარი. სასამართლო პროცესი „პიჯაკების საქმეზე“ ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს.
სააკაშვილს ბრალი ედება ბიუჯეტიდან 8,8 მილიონი ლარის გაფლანგვაში. ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების სიაში შევიდა ლონდონში შეძენილი პიჯაკები და პალტო, რომელთა ღირებულება 49,5 ათას ლარად შეფასდა, ასევე სხვა ტანსაცმელი, ძვირადღირებული სასტუმროები, სპა-სალონები და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0