სააკაშვილს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება - პირადი ექიმი

© photo: Sputnikსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
პირადმა ექიმმა აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი სუსტადაა და რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა ის ძალების აღდგენას 29 ნოემბრამდე, რათა სასამართლო პროცესს დაესწროს
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სრული რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება, განაცხადა მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობა შაბათის ღამით ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა. ის ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

„თუ ვლაპარაკობთ მარტო რეფიდინგზე, რომ საჭმელი ნორმალურად ჭამოს, ამას ალბათ ერთი ან ორი თვე დასჭირდება, მაგრამ სხვა ორგანოების რეაბილიტაცია არის საჭირო. ჩემი აზრით, ამას რამდენიმე თვე ნამდვილად დასჭირდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ და აღნიშნა, რომ მკურნალობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

რაც შეეხება სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე დასწრებას 29 ნოემბერს, პირადი ექიმის თვალსაზრისით, ეს შესაძლებელი იქნება, თუმცა, მისი თქმით, პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ექს-პრეზიდენტი სისუსტეს გრძნობს და აღდგენა სწრაფად ვერ მოხდება.
„ჩემი აზრით, კი, შეძლებს, მაგრამ ვნახოთ როგორ იქნება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროგნოზის გაკეთება ასეთ დროს არ არის კარგი“, - განაცხადა ყიფშიძემ.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
ექიმები: შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი თავიდან სწავლობს სიარულს
„ჩივილები აქვს - ზოგადი სისუსტე... არაფერი არაჩვეულებრივი არ არის ამ სისუსტეში. წნევები, სხვა ლაბორატორიული მონაცემები ასე თუ ისე ნორმის ფარგლებშია. რასაკვირველია, რაღაცები კიდევ გამოსასწორებელია. ეს ხანგრძლივი პროცესია. ოთხ, ხუთ, ექვს დღეში, ასე ჩქარა არ დამთავრდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მას დააბრუნებენ რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე 6-წლიან პატიმრობის მოხდას გააგრძელებს. ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან – მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ განიხილება სამი საქმე, ერთ-ერთზე მაქსიმალური სასჯელი 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0