https://sputnik-georgia.com/20211123/simsilobis-semdeg-saakasvili-tavidan-swavlobs-siaruls-262310253.html
ექიმები: შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი თავიდან სწავლობს სიარულს
ექიმები: შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი თავიდან სწავლობს სიარულს
Sputnik საქართველო
სახელმწიფო კონსილიუმის ექიმების შემდეგ სააკაშვილთან შევიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი და მის მიერ შეკრებილი მედიკოსების ჯგუფი. ისინი თავიანთ დასკვნას... 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T18:26+0400
2021-11-23T18:26+0400
2021-11-23T23:02+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407584_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_40f8c300a0a4ed643e2392e1f6474b7a.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული კონსილიუმის ექიმები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საწოლიდან წამოყენებას და მასთან ერთად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას შეეცადნენ, განაცხადა პაციენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ერთ-ერთმა ექიმმა ნინო შარაშენიძემ.სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობა გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა. ამჟამად ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება.„იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით. ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე რეგულარულად ხორციელდება მისაღები მედიკამენტების, პარალელურად კვების დოზირების კორექცია“, – განაცხადა შარაშენიძემ.მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, სადაც მოიხდის ექვსწლიან პატიმრობის სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე.არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად მის წინააღმდეგ სასამართლოში სამი საქმე განიხილება. ერთ-ერთ საქმეზე პატიმრობის მაქსიმალური ვადა ცხრა წელია.
https://sputnik-georgia.com/20211123/xelisuflebam-saakashvilis-hospitalshi-gadayvana-sakutari-iniciativit-gadawyvita-262308996.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407584_93:116:1076:853_1920x0_80_0_0_339cc329bd28f963bff1b792ce16e900.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ექიმები: შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი თავიდან სწავლობს სიარულს
18:26 23.11.2021 (განახლებულია: 23:02 23.11.2021) სახელმწიფო კონსილიუმის ექიმების შემდეგ სააკაშვილთან შევიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი და მის მიერ შეკრებილი მედიკოსების ჯგუფი. ისინი თავიანთ დასკვნას ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით წარმოადგენენ.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული კონსილიუმის ექიმები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საწოლიდან წამოყენებას და მასთან ერთად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას შეეცადნენ, განაცხადა პაციენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ერთ-ერთმა ექიმმა ნინო შარაშენიძემ.
სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობა გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა. ამჟამად ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
„ფიზიკურად გაცილებით აქტიურია. დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესად გამოიყურება ფიზიკურადაც და ლაბორატორიულადაც. გადაადგილება აუცილებლად გაუჭირდებოდა ადამიანს, რომელსაც ჰქონდა შიმშილობის ეს კონკრეტული ვადა. ბევრად უკეთესია მისი კლინიკური მდგომარეობა“, – განაცხადა შარაშენიძემ.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება.
„იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით. ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე რეგულარულად ხორციელდება მისაღები მედიკამენტების, პარალელურად კვების დოზირების კორექცია“, – განაცხადა შარაშენიძემ.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, სადაც მოიხდის ექვსწლიან პატიმრობის სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად მის წინააღმდეგ სასამართლოში სამი საქმე განიხილება. ერთ-ერთ საქმეზე პატიმრობის მაქსიმალური ვადა ცხრა წელია.