https://sputnik-georgia.com/20211125/parlamentshi-uzenaesi-sasamartlos-mosamartleobis-kandidatebs-usmenen-262363888.html
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი, ოპოზიციის პროტესტისა და ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, კვლავ შეუდგა უზენაესი სასამართლოს... 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T16:00+0400
2021-11-25T16:00+0400
2021-11-25T17:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251292422_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4050b1bdf0afd8d0094a99b50dca433a.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი, ოპოზიციის პროტესტისა და ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, კვლავ შეუდგა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების განხილვას, რომლებიც უვადოდ დაინიშნებიან.სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების წინაშე პირველი გენადი მაკარიძე წარდგა, რომელსაც სხვადასხვა კითხვებთან ერთად, მოუწია პასუხი გაეცა პარტია „მოქალაქეების“ ერთ–ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე–სპიკერ ლევან იოსელიანის მიერ დასმული კითხვისთვის სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით. „რამდენი ხანია ჩვენ მუდმივად გვესმის ამ გავლენიანი ჯგუფის არსებობის შესახებ. თუმცა, ეს კეთდება განცხადებების დონეზე, ყოველგვარ ფაქტებისა და პიროვნებების მითითების გარეშე. საფუძვლიანი მტკიცებულება რომ კლანი მართლა არსებობს, არ არის. მე ვერცერთ განცხადებაში ასეთი რამ ვერ დავინახე. ხომ უნდა თქვან, რაში გამოიხატება ყოველივე ეს“, – განაცხადა მაკარიძემ.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გააკრიტიკა ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა. ეს პროცესი სახელმწიფო ინტერესებს ზიანს აყენებს“, – განაცხადა დეპუტატმა.პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ტრიბუნაზე სარკე დადგა და კანდიდატებსა და სხდომის წევრებს მასში ჩახედვა შესთავაზა, რათა „საკუთარი ნამდვილი სახე დაინახონ". მან საკომიტეტო მოსმენას „ყალბი და თეატრალიზებული წარმოდგენა“ უწოდა.ოპოზიციის ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“. უფრო მეტიც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოჯანაშვილმა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს „უპრეცედენტო“ უწოდა. „თქვენ იცით, რომ ეს პროცესი უპრეცედენტოა. საქართველოს ისტორიაში, 2019 წლამდე, არ ყოფილა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ასეთი გამჭვირვალე. „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო პროცესის გამჭვირვალობის მიღწევა და ყველა თქვენგანს, საზოგადოებას აქვს საშუალება ამ პროცესს თვალი ადევნოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.მაკარიძის გარდა, დეპუტატების წინაშე კიდევ ერთი კანდიდატი თამარ ოქროპირიძე წარდგება.იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე ოთხი კანდიდატი წარუდგინა. ორი კანდიდატის მოსმენა იურიდიულ კომიტეტში დღეს მოხდა, დანარჩენ ორს კი – ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარიშვილს დეპუტატები პარასკევს მოუსმენენ.თუ კანდიდატები კომიტეტის მხარდაჭერას მოიპოვებენ, მათი დამტკიცების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
https://sputnik-georgia.com/20210712/yvelafris-miuxedavad-saqarTvelos-uzenaesi-sasamarTlos-eqvsi-axali-mosamarTle-hyavs-252299818.html
https://sputnik-georgia.com/20210716/ashsh-issaxelmwipo-departamenti-sheacheret-mosamartleebis-danishvna-252338720.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251292422_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_8e1d84cb92e40951bb177bdf24d7f776.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი, ოპოზიციის პროტესტისა და ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, კვლავ შეუდგა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების განხილვას, რომლებიც უვადოდ დაინიშნებიან.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების წინაშე პირველი გენადი მაკარიძე წარდგა, რომელსაც სხვადასხვა კითხვებთან ერთად, მოუწია პასუხი გაეცა პარტია „მოქალაქეების“ ერთ–ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე–სპიკერ ლევან იოსელიანის მიერ დასმული კითხვისთვის სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით.
„რამდენი ხანია ჩვენ მუდმივად გვესმის ამ გავლენიანი ჯგუფის არსებობის შესახებ. თუმცა, ეს კეთდება განცხადებების დონეზე, ყოველგვარ ფაქტებისა და პიროვნებების მითითების გარეშე. საფუძვლიანი მტკიცებულება რომ კლანი მართლა არსებობს, არ არის. მე ვერცერთ განცხადებაში ასეთი რამ ვერ დავინახე. ხომ უნდა თქვან, რაში გამოიხატება ყოველივე ეს“, – განაცხადა მაკარიძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გააკრიტიკა ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა. ეს პროცესი სახელმწიფო ინტერესებს ზიანს აყენებს“, – განაცხადა დეპუტატმა.
პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ტრიბუნაზე სარკე დადგა და კანდიდატებსა და სხდომის წევრებს მასში ჩახედვა შესთავაზა, რათა „საკუთარი ნამდვილი სახე დაინახონ". მან საკომიტეტო მოსმენას „ყალბი და თეატრალიზებული წარმოდგენა“ უწოდა.
ოპოზიციის ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“. უფრო მეტიც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოჯანაშვილმა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს „უპრეცედენტო“ უწოდა.
„თქვენ იცით, რომ ეს პროცესი უპრეცედენტოა. საქართველოს ისტორიაში, 2019 წლამდე, არ ყოფილა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ასეთი გამჭვირვალე. „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო პროცესის გამჭვირვალობის მიღწევა და ყველა თქვენგანს, საზოგადოებას აქვს საშუალება ამ პროცესს თვალი ადევნოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.
მაკარიძის გარდა, დეპუტატების წინაშე კიდევ ერთი კანდიდატი თამარ ოქროპირიძე წარდგება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე ოთხი კანდიდატი წარუდგინა. ორი კანდიდატის მოსმენა იურიდიულ კომიტეტში დღეს მოხდა, დანარჩენ ორს კი – ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარიშვილს დეპუტატები პარასკევს მოუსმენენ.
თუ კანდიდატები კომიტეტის მხარდაჭერას მოიპოვებენ, მათი დამტკიცების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.