https://sputnik-georgia.com/20210712/yvelafris-miuxedavad-saqarTvelos-uzenaesi-sasamarTlos-eqvsi-axali-mosamarTle-hyavs-252299818.html
ყველაფრის მიუხედავად - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექვსი ახალი მოსამართლე ჰყავს
ყველაფრის მიუხედავად - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექვსი ახალი მოსამართლე ჰყავს
Sputnik საქართველო
კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე, შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო... 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T23:12+0400
2021-07-12T23:12+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/65/246986510_0:28:1891:1098_1920x0_80_0_0_4668fcec1a33491c6e30ec98951a2dc5.jpg
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ცხრა კანდიდატიდან ექვსს, რაც ოპოზიციის ბრალდებების ახალი საბაბი გახდა.იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი-მოსამართლის სია ივნისის ბოლოს წარუდგინა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე, შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო რეფორმის გატარებამდე.კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს.„ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ყურადღება გავამახვილეთ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებზე. ამაზე დაყრდნობით მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, ცხრა კანდიდატიდან საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ ექვსი აირჩია საქართველოს უზენაეს მოსამართლედ“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.პოზიციამ მოსამართლეთა დანიშვნა მმართველი პარტიის „ძალმომრეობად“ შეაფასა.სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის სფერო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაეტარებინათ მართლმსაჯულების სისტემაში საფუძვლიანი რეფორმა, მანამ კი თავი შეეკავებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისგან.
https://sputnik-georgia.com/20210617/saqarTveloSi-mosamarTleTa-SerCeva-kvlav-skandalis-mizezi-gaxda-252053278.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/65/246986510_144:0:1891:1098_1920x0_80_0_0_ca11b7bc743e212e4e175b5f8fe9c288.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ყველაფრის მიუხედავად - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექვსი ახალი მოსამართლე ჰყავს
23:12 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე, შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო რეფორმის გატარებამდე.
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ცხრა კანდიდატიდან ექვსს, რაც ოპოზიციის ბრალდებების ახალი საბაბი გახდა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი-მოსამართლის სია ივნისის ბოლოს წარუდგინა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე, შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო რეფორმის გატარებამდე.
კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს.
„ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ყურადღება გავამახვილეთ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებზე. ამაზე დაყრდნობით მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, ცხრა კანდიდატიდან საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ ექვსი აირჩია საქართველოს უზენაეს მოსამართლედ“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
პოზიციამ მოსამართლეთა დანიშვნა მმართველი პარტიის „ძალმომრეობად“ შეაფასა.
„საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რომ პროცესი შეჩერებულიყო და მომხდარიყო რეფორმის განხორციელება, „ქართულმა ოცნებამ“ ეს მოთხოვნა უგულებელყო და დღეს „ქართული ოცნება“ რჩება ძალად, რომელიც საპარლამენტო ძალმომრეობას მიმართავს და ცდილობს, თავისი რეჟიმი ხელისუფლების ყველა შტოში განამტკიცოს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის სფერო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაეტარებინათ მართლმსაჯულების სისტემაში საფუძვლიანი რეფორმა, მანამ კი თავი შეეკავებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისგან.