საქართველოში მოსამართლეთა შერჩევა კვლავ სკანდალის მიზეზი გახდა

© High Council of Justice of Georgiaიუსტიციის საბჭო
იუსტიციის საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები არსებული წესების შესაბამისად შეარჩია – დაუჭერს თუ არა მათ მხარს პარლამენტი?

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურის დასრულებამ საქართველოში ახალი სკანდალი გამოიწვია.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ოპოზიციასთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი გამჭვირვალე პროცედურების შემუშავებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების არსებული წესებით არჩევისგან თავი უნდა შეეკავებინა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
მოწოდებების მიუხედავად: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი სახეები გამოჩნდნენ

ამ შეთანხმების მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს კანდიდატებს და მზადაა თავისი ცხრაკაციანი სია პარლამენტს გაუგზავნოს.

„საბჭომ გაითვალისწინა რაღაცები, მაგრამ შეთანხმების მიხედვით საბჭო ვერ იმოქმედებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ ჰქონოდა უზენაესის წევრების დანიშვნის უფლებამოსილება, შეიძლება დავფიქრებულიყავით, მაგრამ არ გვაქვს ეს უფლებამოსილება. ჩვენ წარვადგენთ პარლამენტში და უკვე შემდეგ პარლამენტმა გაითვალისწინოს ეს შეთანხმება, თუ ეს სურთ“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

ოპოზიცია წინააღმდეგია

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენამ ოპოზიცია გააღიზიანა.

„პარლამენტის მხრიდან ყველანაირი მცდელობა, რომ დამტკიცებული იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ჩვენი მხრიდან ჩაითვლება, როგორც პირდაპირი დარღვევა შარლ მიშელის შეთანხმების“, – განაცხადა ფრაქცია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესით უკმაყოფილონი არიან მეორე ოპოზიციურ ფრაქციაშიც – „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

„ქართული ოცნების“ სათავო ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები

„შეთანხმების შესაბამისად უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მოსამართლეების დანიშვნებზე“, – განაცხადა ფრაქციის წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ.

რას ფიქრობს ხელისუფლება

ამასობაში „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულებაში არაფერი წერია მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ, ამიტომ მოსამართლეები უნდა დაინიშნონ.

„შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა გავაჩეროთ, ასეთი ჩანაწერი არ არსებობს“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დეფიციტია და აუცილებელია ვაკანსიების შევსება.

მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მხარს დაუჭერს წარდგენილ კანდიდატებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ოპოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევნების შეჩერებას მოითხოვს

„თუ ოპონენტები გულისხმობენ იმას, რომ სანამ ყველაფერი არ დასრულდება, მანამდე იყოს განუსაზღვრელად პროცესები შეჩერებული, ეს ლოგიკურად ახსნილი და დასაბუთებული ვერ იქნება, მე არ მგონია ამ კანდიდატურების პარლამენტის ეტაპზე განხილვისას რაიმე წინააღმდეგობა ან შეუთავსებლობა გამოვლინდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სასამართლო რეფორმა ოპოზიციასთან უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოებს კლანები მართავენ. მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.

იმავდროულად საქართველოში სასამართლო სისტემას ყველზე ხშირად აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნები. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, გაატარონ ფუნდამენტური რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში.

სასამართლო სისტემაში ბოლო წლებში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.

ყველა ახალი ამბავი
0