https://sputnik-georgia.com/20211125/mosalodnelia-tu-arasamtavrobo-cvlilebebi-262360569.html
მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები
მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები
Sputnik საქართველო
რა ხდება ხელისუფლებაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რას ამბობენ ექსპერტები და რამდენად მოსალოდნელია „ახალი რყევები“. 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T15:47+0400
2021-11-25T15:47+0400
2021-11-26T11:22+0400
პოლიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250963620_0:0:2401:1350_1920x0_80_0_0_de46f6934341d9683f1f5b3074d8ee4c.jpg
იმ დღეებში, როცა სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებმა მთელი მსოფლიო მოაიარა, ჟურნალისტი ელისო კილაძე ამტკიცებდა, ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრაო. ძნელი სათქმელია, საიდან ჰქონდა მას ეს ინფორმაცია, თუმცა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყველაზე გავლენიანი ადამიანი ჭორვილიდან ჩაერთო შვეიცარიის ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესს და ეს ხმებიც დაცხრა.ქართულ რეალობაში კი დღეისათვის არც სამთავრობო კრიზისისა და არც ვადამდელი არჩევნების არანაირი სუნი არ ტრიალებს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე რაიონში გართულებულ ვითარებას, რაც საკრებულოებში პოსტების გადანაწილებით და ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებითაა გამოწვეული. გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ საინტერესო სტრატეგიას ირჩევს და „ნაციონალებთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების ნაცვლად აცხადებს, რომ ყველა ისეთ რაიონში, სადაც მათი ხმები გადამწყვეტია უმრავლესობის მოსაპოვებლად, საკუთარი კანდიდატურა ჰყავთ საკრებულოს თავმჯდომარედ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იდეა რეალობად იქცეს, თუმცა გახარიას პარტია აქტიურად აგრძელებს მუშაობას რეგიონებში და თბილისშიც. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის მამუკა ხაზარაძის „ლელოსთან“, ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან და ელენე ხოშტარიასთან აპირებს თანამშრომლობას.ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ 2024 წლამდე არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იქნება, თუმცა სამთავრობო ცვლილებები, ბუნებრივია, არავის გამოურიცხავს. მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილი გადადგომას აპირებს, არ ჩანს. პირიქით, მას საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივა აქვს და თუ ქვეყანაში რაიმე საოცარი კრიზისი არ შეიქმნა, მთავრობას წასვლის საფუძველს არც მცირეოდენი ოპოზიცია აძლევს და არც ბიუჯეტის ჩაგდებაა მოსალოდნელი.ექსპერტები ფიქრობენ, რომ, სულ მცირე, მომავალ არჩევნებამდე გუნდს ირაკლი ღარიბაშვილი მიიყვანს, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებებში მისი კვოტა ყველაზე მსუყეა.ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ არანაირი აზრი ღარიბაშვილის კუჭავათი შეცვლას არა აქვს, რადგან ორივენი ბიძინა ივანიშვილის მითითებებს ასრულებენ და ხალხისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რთული ეკონომიკური ვითარება და კოვიდ-ფონი გამოსწორდეს და არა – სახელისუფლებო ცვლილებები.თუმცა ზოგიერთი ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ სწორედ სახელისუფლებო ცვლილებებით გადაიფაროს რთული ზამთარი და გაზაფხული. მაგრამ თუ ეკონომიკური ვითარება და აქციები კიდევ უფრო გამწვავდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ ხალხი ასეთი სეირით ვინმემ შეიქციოს. ის კი არადა, „ნაციონალები“ იმას დარდობენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ ნელ-ნელა ინტერესი შენელდა და ახლა არც მისი სასამართლო პროცესზე წარდგენა წარმოადგენს დიდ საფრთხეს.ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ჟურნალისტის პოლიტიკური პროგნოზის გამართლების წინაპირობები არ ჩანს, ხოლო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან მართლაც მოაწესრიგა ურთიერთობა და 2030 წლამდეც აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას, არავისთვის დიდი საიდუმლო არაა.
https://sputnik-georgia.com/20211106/saakashvilis-gatavisuflebis-gzebi-261840000.html
https://sputnik-georgia.com/20211006/ra-elis-moshimshile-saakashvils-260273214.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ლანა ჩეჩელაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/05/244740579_332:0:1868:1536_100x100_80_0_0_dcf277082c748eb202c8afeb7c6f8662.jpg
ლანა ჩეჩელაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/05/244740579_332:0:1868:1536_100x100_80_0_0_dcf277082c748eb202c8afeb7c6f8662.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250963620_114:0:2247:1600_1920x0_80_0_0_fec79dbdc5d1ab4a37771679958bf9ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლანა ჩეჩელაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/05/244740579_332:0:1868:1536_100x100_80_0_0_dcf277082c748eb202c8afeb7c6f8662.jpg
პოლიტიკა, მოსაზრება
მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები
15:47 25.11.2021 (განახლებულია: 11:22 26.11.2021) რა ხდება ხელისუფლებაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რას ამბობენ ექსპერტები და რამდენად მოსალოდნელია „ახალი რყევები“.
იმ დღეებში, როცა სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებმა მთელი მსოფლიო მოაიარა, ჟურნალისტი ელისო კილაძე ამტკიცებდა, ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრაო. ძნელი სათქმელია, საიდან ჰქონდა მას ეს ინფორმაცია, თუმცა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყველაზე გავლენიანი ადამიანი ჭორვილიდან ჩაერთო შვეიცარიის ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესს და ეს ხმებიც დაცხრა.
„მოკლედ, დიდიან-პატარიან, შინაურ-გარეულიანად კი ამტკიცებთ, რომ ბიძინა ამერიკაში არ ყოფილა, მაგრამ მე გეუბნებით, რომ იყო და კონგრესმენებთან დაალაგა. ირაკლი ღარიბაშვილს უშვებს და კახა კუჭავას ნიშნავს პრემიერ-მინისტრად. ამიტომაც არ მგონია დაკითხვის ფრაგმენტების გამოგდება შემთხვევითი. ახლა ოპოზიციის სტრატეგია მაინტერესებს – როგორ აგრძელებს ბრძოლას და დაბრუნდება თუ არა ბრძოლის დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები?!“ – წერს ელისო კილაძე.
ქართულ რეალობაში კი დღეისათვის არც სამთავრობო კრიზისისა და არც ვადამდელი არჩევნების არანაირი სუნი არ ტრიალებს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე რაიონში გართულებულ ვითარებას, რაც საკრებულოებში პოსტების გადანაწილებით და ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებითაა გამოწვეული. გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ საინტერესო სტრატეგიას ირჩევს და „ნაციონალებთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების ნაცვლად აცხადებს, რომ ყველა ისეთ რაიონში, სადაც მათი ხმები გადამწყვეტია უმრავლესობის მოსაპოვებლად, საკუთარი კანდიდატურა ჰყავთ საკრებულოს თავმჯდომარედ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იდეა რეალობად იქცეს, თუმცა გახარიას პარტია აქტიურად აგრძელებს მუშაობას რეგიონებში და თბილისშიც. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის მამუკა ხაზარაძის „ლელოსთან“, ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან და ელენე ხოშტარიასთან აპირებს თანამშრომლობას.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ 2024 წლამდე არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იქნება, თუმცა სამთავრობო ცვლილებები, ბუნებრივია, არავის გამოურიცხავს. მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილი გადადგომას აპირებს, არ ჩანს. პირიქით, მას საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივა აქვს და თუ ქვეყანაში რაიმე საოცარი კრიზისი არ შეიქმნა, მთავრობას წასვლის საფუძველს არც მცირეოდენი ოპოზიცია აძლევს და არც ბიუჯეტის ჩაგდებაა მოსალოდნელი.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ, სულ მცირე, მომავალ არჩევნებამდე გუნდს ირაკლი ღარიბაშვილი მიიყვანს, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებებში მისი კვოტა ყველაზე მსუყეა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ არანაირი აზრი ღარიბაშვილის კუჭავათი შეცვლას არა აქვს, რადგან ორივენი ბიძინა ივანიშვილის მითითებებს ასრულებენ და ხალხისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რთული ეკონომიკური ვითარება და კოვიდ-ფონი გამოსწორდეს და არა – სახელისუფლებო ცვლილებები.
თუმცა ზოგიერთი ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ სწორედ სახელისუფლებო ცვლილებებით გადაიფაროს რთული ზამთარი და გაზაფხული. მაგრამ თუ ეკონომიკური ვითარება და აქციები კიდევ უფრო გამწვავდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ ხალხი ასეთი სეირით ვინმემ შეიქციოს. ის კი არადა, „ნაციონალები“ იმას დარდობენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ ნელ-ნელა ინტერესი შენელდა და ახლა არც მისი სასამართლო პროცესზე წარდგენა წარმოადგენს დიდ საფრთხეს.
ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ჟურნალისტის პოლიტიკური პროგნოზის გამართლების წინაპირობები არ ჩანს, ხოლო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან მართლაც მოაწესრიგა ურთიერთობა და 2030 წლამდეც აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას, არავისთვის დიდი საიდუმლო არაა.