სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ხუთი გზა

© photo: Sputnik / StringerПортрет Михаила Саакашвили у Руставской тюрьмы
Портрет Михаила Саакашвили у Руставской тюрьмы - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
მართალია, პრემიერმა ღარიბაშვილმა კატეგორიულად განაცხადა, სააკაშვილს დიდი დანაშაულობები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე და ის ბოლომდე მოიხდის სასჯელსო, მაგრამ თეორიულად მაინც არსებობს ვარიანტები, რის გამოც სააკაშვილი ციხიდან შეიძლება, გათავისუფლდეს.
პირველი და ყველაზე რეალური გზა იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალება და ამისაკენ მას ბევრი პოლიტიკოსი მოუწოდებდა. ზურაბიშვილს შეეძლო ეთქვა, რომ ეს ეროვნული თანხმობისათვის გააკეთა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის მოწოდებებს ციხიდან, თუ გამომიყვანთ, ათ დღეში დავამხობ ხელისუფლებასო, ამისი საფუძველი მას ნამდვილად არა აქვს და ზურაბიშვილის მიერ მისი გათავისუფლება ახლა შერიგების კი არა, არეულობის მხარდაჭერა იქნება. ამიტომ თქვა მან ლაკონიურად: არა და არასოდეს.
მართალია, შემზარავია, მაგრამ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლის კიდევ ერთი გზა მისი სიკვდილია, რისკენაც კი ლოგიკურად მიდის ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად. უკვე ვწერდით, რომ ისტორიაში ყველაზე საშინელი შიმშილობა ციხეში ირლანდიული არმიის გენერლებმა გამოაცხადეს და მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა. სხვათა შორის, ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომ „ფრანს პრესის“ ქართველ ჟურნალისტს სააკაშვილის შესახებ ნეკროლოგის გამზადება სთხოვეს, თუმცა ამ რეალური საფრთხის გამო საფრანგეთის საგარეო უწყებამ უკვე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაღუპვა.
ენმ სააკაშვილის გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს მოითხოვს - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
კრიზისი საქართველოში: „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს მოითხოვს
გადარჩენის გზებს რაც შეეხება, აქედან ყველაზე რეალური მაინც ისაა, რომ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდეს უკრაინაში. თუმცა ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, მოითხოვს თუ არა ზელენსკი მის გადაცემას უკრაინული მხარისათვის. ფაქტია, რომ სააკაშვილის დედამაც ეს მიიჩნია ყველაზე რეალურ გზად და კიევში გამართა შეხვედრები, ასევე ჩაწერა ვიდეომიმართვა ზელენსკისადმი, იხსნას მისი შვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე.
ასევე ძალიან რეალურია, სააკაშვილის გასამართლებამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი შინაპატიმრობა ან სასჯელის გადავადება მოითხოვოს სტრასბურგის სასამართლომ, რომელსაც სააკაშვილის ადვოკატებმა უკვე მიმართეს.
და ბოლოს, როგორც ცნობილია, სააკაშვილის მიმართ ცალკეულ ბრალდებებზე მსჯავრი უკვე დამდგარია, თუმცა 10 ნოემბერს დანიშნულია სასამართლო სხდომა, რომელზეც მას კიდევ ახალ ბრალდებებს წაუყენებენ. არც ქართული სასამართლოსგანაა თეორიულად მისი გამართლება გამორიცხული, თუმცა გარკვეული ქმედებები, რომელიც მან მმართველობის პერიოდში განახორციელა, ყველასათვის ცნობილია და ამავე დროს - რა თქმა უნდა, ნეგატიურად შეფასებული.
სუსის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
სუსი: სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ორგანიზატორები ხელისუფლების დამხობას გეგმავენ
თავად სააკაშვილი ფიქრობს და აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება ციხიდან მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ:
1. როგორც ჩანს, მას იმედი აქვს, რომ ხალხმრავალი აქციები აიძულებს ხელისუფლებას, მასთან დიალოგი გამართოს და ციხიდან გაათავისუფლოს.
2. განმეორდეს ვარდების რევოლუციის სცენარი და ხალხი სახელმწიფო ინსტიტუციაში შეიჭრას. თუმცა ახლა არც 2003 წელია და არც ციხეა საქართველოს პარლამენტი, მით უმეტეს - არც ღარიბაშვილია დრომორჭმული შევარდნაძე, რომელიც ძალაუფლებას კი ებღაუჭებოდა, მაგრამ არც მისი დაკარგვის გამო დაუკარგავს იუმორის გრძნობა და განსჯის უნარი.
მოკლედ, საქართველო ეხლა თავის ისტორიაში კიდევ ერთ დრამატულ მომენტს გადის, თითქოს პანდემიისა და სოციალური სიდუხჭირის დრამატიზმი არ გვეყოფოდა. ვნახოთ, რით დასრულდება ეს ისტორია. თუმცა არც პრომეთესა და ამირანის მითი უნდა დავივიწყოთ და შესაძლოა, 6 წლიანი პატიმრობაც რეალობა აღმოჩნდეს. ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილის შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩუმად მოიხადა ამხელა სასჯელი, ხოლო ბაჩო ახალაია იქვე ზის ასევე უხმაუროდ. ყველა შეცდომას თავისი ფასი აქვს, მით უმეტეს - პოლიტიკაში...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!
ყველა ახალი ამბავი
0