https://sputnik-georgia.com/20211106/susi-saakasvilis-mxardamweri-aqciebis-organizatorebi-xelisuflebis-damxobas-gegmaven-261839211.html
სუსი: სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ორგანიზატორები ხელისუფლების დამხობას გეგმავენ
სუსი: სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ორგანიზატორები ხელისუფლების დამხობას გეგმავენ
Sputnik საქართველო
როგორც უწყებაში განაცხადეს, მაქსიმალური ესკალაციისთვის აქციების ორგანიზატორები ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის ვარიანტსაც განიხილავენ 06.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-06T12:01+0400
2021-11-06T12:01+0400
2021-11-06T12:01+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/54/235585465_0:46:1100:665_1920x0_80_0_0_8a9008b374cc5e98ea0a7ff61aee4bb3.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქციების ორგანიზატორებს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სურთ, განაცხადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს).სუსის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, რუსთავსა და თბილისში 6 ნოემბერს დაწყებული პერმანენტული აქციების ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებებისა და რუსთავის მე-12 ციხისკენ მიმავალი გზების ბლოკირებას. კერძოდ, მათ სურთ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შენობების ბლოკირება, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით, აღნიშნავენ უწყებაში.სუსში აღნიშნეს, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. აღნიშნული კი იგეგმება ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, აღნიშნეს სუსში.უწყება კანონის ფარგლებში მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისთვის, დამნაშავეები უმკაცრესად აგებენ პასუხს, აღნიშნეს სუსში.მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად უკვე 37-ე დღე შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211106/iusticiis-ministri-saakasvili-fafebs-irebs-261837321.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/54/235585465_77:0:1024:710_1920x0_80_0_0_b17d6740e86d3b5358f1f049f30143ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სუსი: სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ორგანიზატორები ხელისუფლების დამხობას გეგმავენ
როგორც უწყებაში განაცხადეს, მაქსიმალური ესკალაციისთვის აქციების ორგანიზატორები ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის ვარიანტსაც განიხილავენ
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქციების ორგანიზატორებს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სურთ, განაცხადეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს). სუსის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, რუსთავსა და თბილისში 6 ნოემბერს დაწყებული პერმანენტული აქციების ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებებისა და რუსთავის მე-12 ციხისკენ მიმავალი გზების ბლოკირებას. კერძოდ, მათ სურთ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შენობების ბლოკირება, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით, აღნიშნავენ უწყებაში.
„სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც“, - განაცხადა ბრიფინგზე სუსის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძემ.
სუსში აღნიშნეს, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. აღნიშნული კი იგეგმება ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, აღნიშნეს სუსში.
უწყება კანონის ფარგლებში მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისთვის, დამნაშავეები უმკაცრესად აგებენ პასუხს, აღნიშნეს სუსში.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად უკვე 37-ე დღე შიმშილობს.