https://sputnik-georgia.com/20211106/iusticiis-ministri-saakasvili-fafebs-irebs-261837321.html
იღებს თუ არა სააკაშვილი ფაფებს: იუსტიციის მინისტრის განმარტება
იღებს თუ არა სააკაშვილი ფაფებს: იუსტიციის მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თითოეულ მის სიტყვას მტკიცებულებები ამყარებს 06.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-06T09:40+0400
2021-11-06T09:40+0400
2021-11-06T09:40+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23467/03/234670369_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_fb4652ade7b66653088cfefcdbc0945c.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტი ციხეში იღებს ფაფებს და ნატურალურ წვენებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.სააკაშვილი 37-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატების თქმით, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და ის ძალიან დასუსტებულია.მისი თქმით, სააკაშვილი აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც ექიმებმა გამოუწერეს.„რასაც ვამბობთ, ამას ამყარებს მტკიცებულებები. ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.რაც შეეხება სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, მან ამასთან დაკავშირებით არაფერი იცის.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
https://sputnik-georgia.com/20211105/jandacvis-saministro-cixis-saavadmyofos-amowmebs-261832969.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23467/03/234670369_664:121:1984:1111_1920x0_80_0_0_193308ad3b56d3d13f596b33392afd04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
იღებს თუ არა სააკაშვილი ფაფებს: იუსტიციის მინისტრის განმარტება
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თითოეულ მის სიტყვას მტკიცებულებები ამყარებს
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტი ციხეში იღებს ფაფებს და ნატურალურ წვენებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
სააკაშვილი 37-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატების თქმით, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და ის ძალიან დასუსტებულია.
„შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს სულ რაღაც ორ დღეში შემოსახლებიდან, შეიძინა გარკვეული პროდუქტები; შემდგომში მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე. გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც“, – განაცხადა პარასკევს რატი ბრეგაძემ Rustavi2-ის ეთერში.
მისი თქმით, სააკაშვილი აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც ექიმებმა გამოუწერეს.
„რასაც ვამბობთ, ამას ამყარებს მტკიცებულებები. ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რაც შეეხება სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, მან ამასთან დაკავშირებით არაფერი იცის.
„არ მინახავს მე ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ექთნებს. ბევრი ხალხია, ყველგან კამერებია იქ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.