არის თუ არა მზად ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მისაღებად – ჯანდაცვის სამინისტროს შეფასება

© photo: Sputnikპალატა
პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
პატიმრის მოთავსება ციხის საავადმყოფოში, სადაც იგი შეიძლება სხვა პატიმრებს შეხვდეს, სარისკოა მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ფიქრობს ომბუდსმენი.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეამოწმა ციხის საავადმყოფო, სადაც ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურს. მონიტორინგის შედეგები ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა.
სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში, რომელიც გლდანის საპატიმროს ტერიტორიაზე მდებარეობს, ბოლო რამდენიმე კვირაა დავის საგანია. სააკაშვილის ადვოკატები და მხარდამჭერები, ასევე სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორი თვლიან, რომ ციხის საავადმყოფოს პირობები არ შეესაბამება ნორმებს ყოფილი პრეზიდენტისთვის სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
რეგულირების სააგენტომ შეამოწმა ციხის საავადმყოფო და შემდეგი დასკვნა გამოიტანა: №18 სამკურნალო დაწესებულებაში შესაძლებელია ინფექციური, ონკოლოგიური, ოფთალმოლოგიური დაავადებების მკურნალობა, ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, ფუნქციონირებს რეანიმაცია.
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
სააკაშვილის ციხეში ჩანაცვლების სურვილი უგულავას შემდეგ პაატა ბურჭულაძემაც გამოთქვა
ამასთან, იქ არის პირობები ფსიქიკური და ტუბერკულოზით დაავადებულთა მართვისთვის, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის ჩასატარებლად, ლაბორატორიული და კლინიკური კვლევებისთვის, ასევე ბიოქიმიური იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკის ჩასატარებლად.
N18 სამკურნალო დაწესებულება ასევე ახორციელებს ამბულატორიულ მომსახურებას ენდოსკოპიური, სტომატოლოგიური და დერმატო-ვენეროლოგიური მიმართულებით.
მონიტორინგის მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე ციხის საავადმყოფოში არ ხორციელდება ონკოპაციენტებისა და ტუბერკულოზით დაავადებულთა მართვა.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებას აქვს ორი საოპერაციო კაბინეტი და ორ პაციენტზე გათვლილი რეანიმაციული განყოფილება. დაწესებულებას აქვს ორი პორტატული რენტგენო-დიაგნოსტიკური დანადგარი და მიმდინარეობს მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის ინსტალაციისთვის.
ილია მეორემ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა – ექს-პრეზიდენტის რეაქცია>>>
დაწესებულებაში დასაქმებულია 41 ექიმი, მათ შორის: სამი ზოგადი ქირურგი, ოთხი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, სამი ინფექციონისტი, ორი ფსიქიატრი, ექვსი ექიმი–ლაბორანტი, ერთი სტომატოლოგი, შვიდი თერაპევტი, დერმატო-ვენეროლოგი, ფთიზიატრი, ორი რადიოლოგი, კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი.
კლინიკაში მუშაობენ ექიმი-კონსულტანტები: კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი, ალერგოლოგი, მეან-გინეკოლოგი და ნარკოლოგი.
სახალხო დამცველის მოსაზრება
საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, დაწესებულებაში არსებული ვითარება სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მას ვერ მიაწვდიან კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს.
რაც შეეხება სააკაშვილის უსაფრთხოებას, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ პატიმრის მოთავსება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას შესაძლოა გადაკვეთა ჰქონდეს სხვა პატიმრებთან, წარმოშობს როგორც N18, ისე N8 დაწესებულების „დეზორგანიზაციისა და უსაფრთხოების“ რისკებს.
ყველა ახალი ამბავი
0