ილია მეორემ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა – ექს-პრეზიდენტის რეაქცია

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოინახულეს.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე პატიმარ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. ამის შესახებ კათოლიკოს–პატრიარქის მდივანმა მიხეილ ბოტკოველმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. მისი ერთ-ერთი ადვოკატის ბექა ბასიალაიას ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის ანალიზების შედეგები გაუარესდა.

„გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ის წუხს იმის გამო, რომ ამდენ ხანს შიმშილობს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ეს პატრიარქის უკვე მეორე მიმართვაა სააკაშვილისადმი. პირველად ილია მეორემ შიმშილობის შეწყვეტა მას 7 ოქტომბერს სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. საქართველოს საპატრიარქო შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის წინააღმდეგია და მას არაქრისტიანულ საქციელს უწოდებს.
სააკაშვილმა ამჯერადაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო – ის შიმშილობას არ შეწყვეტს, თქვა ბოტკოველმა მასთან შეხვედრის შემდეგ.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
ბასილაია: ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს
„მან აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს მის უწმინდესობას. მან დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს“, – აღნიშნა ბოტკოველმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0