ბასილაია: ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს

© photo: Sputnik / Olga Kiknavelidzeრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
ადვოკატის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გასამართლებულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით პოზიცია ადრეც შეიცვალა.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას და ექს-პრეზიდენტს შეიწყალებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.

„ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი რურუა – ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს მათი საქმეები. სალომე ზურაბიშვილი თავიდან უარს აცხადებდა, მაგრამ როგორც კი გაძლიერდა საერთაშორისო ზეწოლა და ოპოზიციის მხრიდან ერთობა, მან მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ბასილაიამ ჟურნალისტებთან.

საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
„არასოდეს“: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს
რაც შეეხება ადვოკატის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 2020 წლის მაისში შეიწყალა.
უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელ გიორგი რურუას შეწყალების აქტს 2021 წლის 27 აპრილს მოაწერა ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0