„არასოდეს“: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს

© REUTERS / GONZALO FUENTESსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილიოს თქმით, ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არასდროს არ მოხდება.
„არა და არასოდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში პატიმრების შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. სალომე ზურაბიშვილმა მანამდეც განაცხადა, რომ არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
„ის არის არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა
მისი თქმით, მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, სააკაშვილი უნდა იყოს მიჩნეული „განსაკუთრებულ პატიმრად“.
„ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალეობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილი 34-ე დღეა შიმშილობს. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად საუბრობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. ხელისუფლება სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზეა თანახმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0