https://sputnik-georgia.com/20211105/paata-burwulaze-saakasvilis-cixesi-canacvlebis-survili-261820926.html
სააკაშვილის ციხეში ჩანაცვლების სურვილი უგულავას შემდეგ პაატა ბურჭულაძემაც გამოთქვა
სააკაშვილის ციხეში ჩანაცვლების სურვილი უგულავას შემდეგ პაატა ბურჭულაძემაც გამოთქვა
Sputnik საქართველო
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 36 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა... 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T15:51+0400
2021-11-05T15:51+0400
2021-11-05T19:45+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24242/80/242428090_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_79688684291f8d02e9be3728f10ec0ef.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. გთხოვთ კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში – დაწერა მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საკუთარ facebook-გვერდზე.პაატა ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აცხადებს, რომ იმის მოთმენა, რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება, აღარ შეიძლება და ის უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში.„ყველაფერს აქვს საზღვარი!!! ამის მოთმენა აღარ შეიძლება!!! მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. ქართულო ოცნებავ, ყველაფერში არღვევთ კანონებს. გთხოვთ კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება“, – დაწერა ბურჭულაძემ.ცნობილი საოპერო ბანის განცხადებით, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დათანხმდება მის თხოვნას, ის დღესვე ჩამოფრინდება საქართველოში.2 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩანაცვლების სურვილი ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავამაც გამოთქვა.პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს.ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად საუბრობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. ხელისუფლება სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზეა თანახმა.მსოფლიოში აღიარებულმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ რამდენიმე წლის წინ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მან 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნა. როდესაც პარტია ვერ მოხვდა პარლამენტში, ბურჭულაძე პოლიტიკიდან წავიდა და უცხოეთში მომღერლის კარიერას დაუბრუნდა.
https://sputnik-georgia.com/20211102/ugulava-saakashvils-shimshilobashi-chavenacvlebodi-261707798.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24242/80/242428090_140:0:1859:1289_1920x0_80_0_0_bf4ab49ae2e640c496e64e0d931b8ef9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის ციხეში ჩანაცვლების სურვილი უგულავას შემდეგ პაატა ბურჭულაძემაც გამოთქვა
15:51 05.11.2021 (განახლებულია: 19:45 05.11.2021) პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 36 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. გთხოვთ კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში – დაწერა მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საკუთარ
facebook-გვერდზე.
პაატა ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აცხადებს, რომ იმის მოთმენა, რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება, აღარ შეიძლება და ის უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში.
„ყველაფერს აქვს საზღვარი!!! ამის მოთმენა აღარ შეიძლება!!! მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. ქართულო ოცნებავ, ყველაფერში არღვევთ კანონებს. გთხოვთ კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება“, – დაწერა ბურჭულაძემ.
ცნობილი საოპერო ბანის განცხადებით, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დათანხმდება მის თხოვნას, ის დღესვე ჩამოფრინდება საქართველოში.
2 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩანაცვლების სურვილი ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავამაც გამოთქვა.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს.
ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად საუბრობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. ხელისუფლება სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზეა თანახმა.
მსოფლიოში აღიარებულმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ რამდენიმე წლის წინ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მან 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნა. როდესაც პარტია ვერ მოხვდა პარლამენტში, ბურჭულაძე პოლიტიკიდან წავიდა და უცხოეთში მომღერლის კარიერას დაუბრუნდა.