უგულავა: მიხეილ სააკაშვილს შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 33-ე დღეა შიმშილობს.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. თუ ეს გამოსავალი იქნება, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი მზად ვართ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობაში ჩავენაცვლოთ, განაცხადა ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.
ციხის პერიმეტრი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გადაჰყავთ თუ არა სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში: პენიტენციური სამსახურის განმარტება
როგორც გუშინ ექს-პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი.
სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ უკვე არაერთმა პოლიტიკოსმა მიმართა, თუმცა უგულავა დარწმუნებულია, რომ იგი შიმშილობას არ შეწყვეტს.

„სააკაშვილს შიმშილობაში ნამდვილად ჩავენაცვლებოდი, ამაზე ერთი წამითაც არ დავფიქრდები. მიშას საკმაოდ კარგად ვიცნობ და ის შიმშილობას არ შეწყვეტს. ვიდრე მას გონება ექნება და ვიდრე იგი თავისი გონებით პასუხისმგებელი იქნება თავის ქმედებაზე, იგი იშიმშილებს“, – განაცხადა უგულავამ.

პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამოსახატად სხვა პოლიტიკოსებმაც დაიწყონ შიმშილობა.
საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია. მას დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში.
ყველა ახალი ამბავი
0