გადაჰყავთ თუ არა სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში: პენიტენციური სამსახურის განმარტება

© Sputnik / Vladimir Umikashviliციხის პერიმეტრი
ციხის პერიმეტრი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
ექს-პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა არ იგეგმება, განაცხადეს უწყებაში.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის №12 დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანის დაგეგმვის შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია თავად სამსახურის განცხადებაში.
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში: დაკავებულია ოთხი ადამიანი
მანამდე ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზადდება სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა. გვარამიამ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, უკვე გორის ჰოსპიტლიდან სააკაშვილის გატაცებას ე.წ. ოსური სპეცრაზმი გეგმავს.

„ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.
ექს-პრეზიდენტის შიმშილობა უკვე 32-ე დღეა გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0