სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში: დაკავებულია ოთხი ადამიანი

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
დაკავებულები ცდილობდნენ ქალაქის მერიის შენობაზე დაეწერათ „თავისუფლება მიშას“.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში საპროტესტო აქციაზე ოთხი ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავეს, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.
მერიის შენობასთან ორშაბათს ათამდე ადამიანი შეიკრიბა. მათ დაკავებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად პერფორმანსის მოწყობა უნდოდათ.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები ცდილობდნენ ქალაქის მერიის შენობაზე დაეწერათ „თავისუფლება მიშას“. ისინი პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ამ სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია 1-დან 4 ათას ლარამდე ჯარიმა, ან ადმინისტრაციული დაკავება 15 დღემდე ვადით.
ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
არჩევნები, სააკაშვილის შიმშილობა და გახარიას პერსპექტივები - მამუკა არეშიძის შეფასებები
მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.
ყველა ახალი ამბავი
0