https://sputnik-georgia.com/20211006/ra-elis-moshimshile-saakashvils-260273214.html
მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლა – რა ელის მოშიმშილე ექს-პრეზიდენტს
მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლა – რა ელის მოშიმშილე ექს-პრეზიდენტს
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი არა მარტო ჩამოვიდა და ზის ქართულ ციხეში, არამედ, როგორც ჩანს, ძალიან რადიკალური ზომების მიღებას აპირებს... 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T13:08+0400
2021-10-06T13:08+0400
2021-10-06T18:48+0400
პოლიტიკა
მოსაზრება
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22900/61/229006172_0:64:3114:1816_1920x0_80_0_0_8a67d5fe4f627176ec98b58d973adad7.jpg
მას შეეძლო უბრალოდ პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო და, თუ ნელსონ მანდელას ედარება, 30 წელი თუ არა, 30 დღე მაინც გაეძლო კარგად გარემონტებულ და მოწყობილ ციხეში. მით უმეტეს, მიმსვლელი და მნახველი არ აკლია, რაც, ბუნებრივია, მოწყენილობას გამორიცხავს. მაგრამ არა, მან შიმშილობა გამოაცხადა და ამბობს, რომ არ შეწყვეტს, თუ სასიკვდილო საფრთხის წინაშეც დადგება. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ასეთი რადიკალური ნაბიჯების წინაშე დავდექით?ადამიანს შიმშილის გაძლება 40-50 დღე შეუძლია. შესაძლოა, მეტი დროითაც. 1981 წელს ირლანდიელი რესპუბლიკელი ლოურენს მაკკუენი 70 დღის განმავლობაში შიმშილობდა მეიზის ციხეში, სანამ გონი არ დაკარგა და სამედიცინო ჩარევით გადაარჩინეს. ის გადარჩა, მაგრამ 10 მოშიმშილე პატიმარი, რომლებიც ირლანდიის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, დაიღუპა. სწორედ ამ მოვლენების გამო უწოდეს მარგარეტ ტეტჩერს რკინის ლედი, რადგან მან დაპატიმრებულ ირლანდიელებთან ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა. „დამნაშავე დამნაშავეა“, – ამბობდა ის.რადგან სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს დაიწყო, სწორედ 30 ოქტომბერს დგება ეს კრიტიკული დრო, როცა ის შეიძლება კლინიკაში გადაიყვანონ. თუმცა აქაც ის წინასწარ აცხადებს, რომ უარი აქვს ნათქვამი ყოველგვარ სამედიცინო ჩარევაზე, რაც თავისთავად იმაზე მიანიშნებს, რომ ის სასიკვდილოდ აპირებს შიმშილობას. ეს კი მოვლენებს დაძაბავს და სამოქალაქო დაპირისპირებას გაამწვავებს, თუ საქმეში ავტორიტეტული ორგანიზაცია ან ინსტიტუტი არ ჩაერია. ასეთი კი საქართველოში სულ რამდენიმეა. მხოლოდ პატრიარქს და აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეუძლიათ გარკვეული შუამდგომლობა გასწიონ. ასევე შესაძლებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიტიური ჩარევა პროცესებში, თუმცა მისი პოზიცია უკვე წინასწარ ვიცით. მან უკვე განაცხადა, რომ არ შეიწყალებს სააკაშვილს, რადგან არასოდეს დაავიწყდება ირინა ენუქიძის თვალები.ირინა ენუქიძის თვალები არც მიხეილ სააკაშვილს უნდა ავიწყდებოდეს და, სულ მცირე, მორალურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს იმ სისასტიკის გამო, რაც მისმა რადიკალურმა პოლიტიკურმა განცხადებებმა გამოიწვია. არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის სახელმწიფო ინსტიტუციებს აშენებდა. მისგან ბევრს ელოდნენ შევარდნაძის მოძველებული და კორუფციული რეჟიმის შემდეგ, მაგრამ თუ შევარდნაძის დროს კორუფციაში მეტ-ნაკლებად ყველა იყო ჩართული და ამით ის ჰუმანური იყო, სააკაშვილის დროს გაჩნდა ელიტური კორუფციის ცნება, უზარმაზარი ფული იშოვეს მისმა მართლაც ცალ-ცალი კალოშით მოსულმა თანამდებობის პირებმა და მოხდა ქონების ახალი, საკმაოდ არასამართლიანი გადანაწილება. სწორედ ამიტომ უთხრა უარი ამ შიშზე აგებულ სახელმწიფოს 2012 წელს ამომრჩეველმა. დანაშაულის წინააღმდეგ პიარულ ბრძოლას ეწირებოდნენ რეჟიმის კრიტიკოსები და ხშირად სრულიად შემთხვევითი და უდანაშაულო ადამიანები. სხვათა შორის, სარკოზის მსგავსი არაფერი უკადრებია ფრანგული საზოგადოებისთვის, მაგრამ მშვენივრადაა 1 წლით შინაპატიმრობაში. მართალია, მიშას ზაქარია ქუცნაშვილი ნამდვილად არ შეიფარებს თავის ფეშენებელურ სახლში, სამაგიეროდ ოქროს სარაიები არც მისი გუნდის წევრებს აკლიათ და თამამად შეუძლიათ 10 ნოემბერს სასამართლოს ასეთი სახის შინაპატიმრობა შესთავაზონ, რადგან პრეცედენტი უკვე შეიქმნა.ზოგადად, გარდა სააკაშვილის მომხრეებისა, მისმა შემოსვლამ რიგით მოქალაქეებში მხოლოდ ის შეგრძნება გამოიწვია, რომ საზღვრები დაუცველია და, შესაბამისად – მოქალაქეებიც. სამწუხაროდ, ხალხში მუშაობს „ნაციონალების“ მიერ გავრცელებული კლიშე – მორღვეულია სახელმწიფო ინსტიტუტები. არადა, ამას ქვეყანასა და სახელმწიფოზე მზრუნველი ადამიანი ნამდვილად არ გააკეთებდა. ისევე, როგორც ისედაც დაძაბული არჩევნების ფონზე საქართველოში მისი შემოსვლა მწვანილის მანქანით და მისი არასერიოზული ვიდეოებიც დიდ ვერაფერ წარმოდგენებს გვიქმნის მის პოლიტიკურ იდეებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ აშკარად ინფანტილურ წერილებსა და კალიგრაფიაზე. მართალია, მისი მომხრეები ცდილობენ სააკაშვილისგან გმირი შექმნან და მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას შეადარონ, რომლებიც მართლაც საბჭოთა რეჟიმის დისიდენტები იყვნენ, მაგრამ ეს, უბრალოდ, სასაცილოა.მეორე მხრივ, როგორი დისკრედიტირებულიც არ უნდა იყოს სააკაშვილი, მას საქართველოში 500 ათასამდე მომხრე ჰყავს და მისი სიკვდილი, თუ ის ამისთვის მართლაც მზადაა, ნამდვილად არ გამოიწვევს კარგ პროცესებს და კიდევ უფრო გაამწვავებს სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს კი, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესში არ შედის.როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდში კარგად ხვდებიან, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ საზოგადოებაში ათასგვარი ინტერპრეტაცია გამოიწვია და პრემიერმა საჭიროდ ჩათვალა, ამ დილით მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. გამოქვეყნებულ წერილში პრემიერი წერს, რომ სააკაშვილი ისე მშვიდად არაა ციხეში, როგორც მერაბიშვილი და ახალაია და ის თანაგუნდელებს სასწრაფოდ გათავისუფლებას თხოვს. ღარიბაშვილის ხელთ არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში ჩასაჯდომად ჩამოვიდა, არამედ მას ჰქონდა იმედი, რომ 3 ოქტომბერს აქციაზე გამოჩნდებოდა და რევოლუციური სცენარი განვითარდებოდა, რასაც ხელისუფლება, ბუნებრივია, არ დაუშვებს.რადგან ნელსონ მანდელობა და მისი მოთმინება სააკაშვილის კავკასიური ტემპერამენტის გამო გამოვრიცხეთ, ჩნდება პარალელი ირლანდიელ ტერორისტებთან, რომლებიც ციხეში სწორედ ირლანდიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ამოიხოცნენ. საქართველოს მთავრობაში ტეტჩერის როლს, როგორც ჩანს, თეა წულუკიანს მიანდობენ.არის კიდევ ერთი, ნაკლებად სავარაუდო გზა – სააკაშვილის „გალობანი სინანულისანი“, თუმცა მისი სულიერი მდგომარეობა, სავარაუდოდ, ბოლო წლებში იმდენად საგრძნობლად არ შეცვლილა, რომ ეს რეალურად მოხდეს. ამიტომაც ამ ჩიხიდან ქვეყანას, სავარაუდოდ, ისევ ეკლესია ან საერთაშორისო თანამეგობრობა თუ გამოიყვანს. მანამდე კი წინ პატიმრობის ბობოქარი და არჩევნების მეორე ტურის დაძაბული დღეებია.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას
https://sputnik-georgia.com/20210929/koaliciui-mtavroba-260020018.html
https://sputnik-georgia.com/20210928/chamova-tu-ara-saakashvili-saqartveloshi-259957576.html
https://sputnik-georgia.com/20210925/iqneba-tu-ara-meore-turi-259882205.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ლანა ჩეჩელაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/05/244740579_332:0:1868:1536_100x100_80_0_0_dcf277082c748eb202c8afeb7c6f8662.jpg
ლანა ჩეჩელაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/05/244740579_332:0:1868:1536_100x100_80_0_0_dcf277082c748eb202c8afeb7c6f8662.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22900/61/229006172_164:0:2895:2048_1920x0_80_0_0_7d5e2d610d5f874ce4ce4e5afa8e02c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლანა ჩეჩელაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/05/244740579_332:0:1868:1536_100x100_80_0_0_dcf277082c748eb202c8afeb7c6f8662.jpg
პოლიტიკა, მოსაზრება, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, მოსაზრება, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლა – რა ელის მოშიმშილე ექს-პრეზიდენტს
13:08 06.10.2021 (განახლებულია: 18:48 06.10.2021) მიხეილ სააკაშვილი არა მარტო ჩამოვიდა და ზის ქართულ ციხეში, არამედ, როგორც ჩანს, ძალიან რადიკალური ზომების მიღებას აპირებს...
მას შეეძლო უბრალოდ პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო და, თუ ნელსონ მანდელას ედარება, 30 წელი თუ არა, 30 დღე მაინც გაეძლო კარგად გარემონტებულ და მოწყობილ ციხეში. მით უმეტეს, მიმსვლელი და მნახველი არ აკლია, რაც, ბუნებრივია, მოწყენილობას გამორიცხავს. მაგრამ არა, მან შიმშილობა გამოაცხადა და ამბობს, რომ არ შეწყვეტს, თუ სასიკვდილო საფრთხის წინაშეც დადგება. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ასეთი რადიკალური ნაბიჯების წინაშე დავდექით?
ადამიანს შიმშილის გაძლება 40-50 დღე შეუძლია. შესაძლოა, მეტი დროითაც. 1981 წელს ირლანდიელი რესპუბლიკელი ლოურენს მაკკუენი 70 დღის განმავლობაში შიმშილობდა მეიზის ციხეში, სანამ გონი არ დაკარგა და სამედიცინო ჩარევით გადაარჩინეს. ის გადარჩა, მაგრამ 10 მოშიმშილე პატიმარი, რომლებიც ირლანდიის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, დაიღუპა. სწორედ ამ მოვლენების გამო უწოდეს მარგარეტ ტეტჩერს რკინის ლედი, რადგან მან დაპატიმრებულ ირლანდიელებთან ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა. „დამნაშავე დამნაშავეა“, – ამბობდა ის.
29 სექტემბერი 2021, 20:15
რადგან სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს დაიწყო, სწორედ 30 ოქტომბერს დგება ეს კრიტიკული დრო, როცა ის შეიძლება კლინიკაში გადაიყვანონ. თუმცა აქაც ის წინასწარ აცხადებს, რომ უარი აქვს ნათქვამი ყოველგვარ სამედიცინო ჩარევაზე, რაც თავისთავად იმაზე მიანიშნებს, რომ ის სასიკვდილოდ აპირებს შიმშილობას. ეს კი მოვლენებს დაძაბავს და სამოქალაქო დაპირისპირებას გაამწვავებს, თუ საქმეში ავტორიტეტული ორგანიზაცია ან ინსტიტუტი არ ჩაერია. ასეთი კი საქართველოში სულ რამდენიმეა. მხოლოდ პატრიარქს და აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეუძლიათ გარკვეული შუამდგომლობა გასწიონ. ასევე შესაძლებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიტიური ჩარევა პროცესებში, თუმცა მისი პოზიცია უკვე წინასწარ ვიცით. მან უკვე განაცხადა, რომ არ შეიწყალებს სააკაშვილს, რადგან არასოდეს დაავიწყდება ირინა ენუქიძის თვალები.
ირინა ენუქიძის თვალები არც მიხეილ სააკაშვილს უნდა ავიწყდებოდეს და, სულ მცირე, მორალურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს იმ სისასტიკის გამო, რაც მისმა რადიკალურმა პოლიტიკურმა განცხადებებმა გამოიწვია. არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის სახელმწიფო ინსტიტუციებს აშენებდა. მისგან ბევრს ელოდნენ შევარდნაძის მოძველებული და კორუფციული რეჟიმის შემდეგ, მაგრამ თუ შევარდნაძის დროს კორუფციაში მეტ-ნაკლებად ყველა იყო ჩართული და ამით ის ჰუმანური იყო, სააკაშვილის დროს გაჩნდა ელიტური კორუფციის ცნება, უზარმაზარი ფული იშოვეს მისმა მართლაც ცალ-ცალი კალოშით მოსულმა თანამდებობის პირებმა და მოხდა ქონების ახალი, საკმაოდ არასამართლიანი გადანაწილება. სწორედ ამიტომ უთხრა უარი ამ შიშზე აგებულ სახელმწიფოს 2012 წელს ამომრჩეველმა. დანაშაულის წინააღმდეგ პიარულ ბრძოლას ეწირებოდნენ რეჟიმის კრიტიკოსები და ხშირად სრულიად შემთხვევითი და უდანაშაულო ადამიანები. სხვათა შორის, სარკოზის მსგავსი არაფერი უკადრებია ფრანგული საზოგადოებისთვის, მაგრამ მშვენივრადაა 1 წლით შინაპატიმრობაში. მართალია, მიშას ზაქარია ქუცნაშვილი ნამდვილად არ შეიფარებს თავის ფეშენებელურ სახლში, სამაგიეროდ ოქროს სარაიები არც მისი გუნდის წევრებს აკლიათ და თამამად შეუძლიათ 10 ნოემბერს სასამართლოს ასეთი სახის შინაპატიმრობა შესთავაზონ, რადგან პრეცედენტი უკვე შეიქმნა.
28 სექტემბერი 2021, 11:54
ზოგადად, გარდა სააკაშვილის მომხრეებისა, მისმა შემოსვლამ რიგით მოქალაქეებში მხოლოდ ის შეგრძნება გამოიწვია, რომ საზღვრები დაუცველია და, შესაბამისად – მოქალაქეებიც. სამწუხაროდ, ხალხში მუშაობს „ნაციონალების“ მიერ გავრცელებული კლიშე – მორღვეულია სახელმწიფო ინსტიტუტები. არადა, ამას ქვეყანასა და სახელმწიფოზე მზრუნველი ადამიანი ნამდვილად არ გააკეთებდა. ისევე, როგორც ისედაც დაძაბული არჩევნების ფონზე საქართველოში მისი შემოსვლა მწვანილის მანქანით და მისი არასერიოზული ვიდეოებიც დიდ ვერაფერ წარმოდგენებს გვიქმნის მის პოლიტიკურ იდეებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ აშკარად ინფანტილურ წერილებსა და კალიგრაფიაზე. მართალია, მისი მომხრეები ცდილობენ სააკაშვილისგან გმირი შექმნან და მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას შეადარონ, რომლებიც მართლაც საბჭოთა რეჟიმის დისიდენტები იყვნენ, მაგრამ ეს, უბრალოდ, სასაცილოა.
მეორე მხრივ, როგორი დისკრედიტირებულიც არ უნდა იყოს სააკაშვილი, მას საქართველოში 500 ათასამდე მომხრე ჰყავს და მისი სიკვდილი, თუ ის ამისთვის მართლაც მზადაა, ნამდვილად არ გამოიწვევს კარგ პროცესებს და კიდევ უფრო გაამწვავებს სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს კი, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესში არ შედის.
25 სექტემბერი 2021, 09:45
როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდში კარგად ხვდებიან, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ საზოგადოებაში ათასგვარი ინტერპრეტაცია გამოიწვია და პრემიერმა საჭიროდ ჩათვალა, ამ დილით მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. გამოქვეყნებულ წერილში პრემიერი წერს, რომ სააკაშვილი ისე მშვიდად არაა ციხეში, როგორც მერაბიშვილი და ახალაია და ის თანაგუნდელებს სასწრაფოდ გათავისუფლებას თხოვს. ღარიბაშვილის ხელთ არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში ჩასაჯდომად ჩამოვიდა, არამედ მას ჰქონდა იმედი, რომ 3 ოქტომბერს აქციაზე გამოჩნდებოდა და რევოლუციური სცენარი განვითარდებოდა, რასაც ხელისუფლება, ბუნებრივია, არ დაუშვებს.
რადგან ნელსონ მანდელობა და მისი მოთმინება სააკაშვილის კავკასიური ტემპერამენტის გამო გამოვრიცხეთ, ჩნდება პარალელი ირლანდიელ ტერორისტებთან, რომლებიც ციხეში სწორედ ირლანდიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ამოიხოცნენ. საქართველოს მთავრობაში ტეტჩერის როლს, როგორც ჩანს, თეა წულუკიანს მიანდობენ.
არის კიდევ ერთი, ნაკლებად სავარაუდო გზა – სააკაშვილის „გალობანი სინანულისანი“, თუმცა მისი სულიერი მდგომარეობა, სავარაუდოდ, ბოლო წლებში იმდენად საგრძნობლად არ შეცვლილა, რომ ეს რეალურად მოხდეს. ამიტომაც ამ ჩიხიდან ქვეყანას, სავარაუდოდ, ისევ ეკლესია ან საერთაშორისო თანამეგობრობა თუ გამოიყვანს. მანამდე კი წინ პატიმრობის ბობოქარი და არჩევნების მეორე ტურის დაძაბული დღეებია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას