Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

კოალიციური მთავრობა – განხეთქილების ვაშლი პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
გამოწერა
არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში ყველა ყველას ლანძღავს სატელევიზიო ეთერით, ზოგი იმუქრება, ზოგი ტირის, ზოგი მუშტი-კრივზეა გადასული...
შედარებით კეთილი პოლიტიკოსები მღერიან, ცეკვავენ და ბავშვების დატოვებას გვპირდებიან, რაც ასე აქტუალურია დღეისათვის. თუმცა ბავშვებზე ზრუნვის მოტივით რომ მათ მშობლებს საპროცენტო განაკვეთები დაუკლონ, გაცილებით სასიამოვნო იქნებოდა. მაგრამ ეს, ალბათ, პოლიტიკოსები თავისი „ოქროს სარაიების“ მშენებლობას რომ დაასრულებენ, მერე მოხდება.
ამასობაში ვითარება არ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“, ანდა „ოცნებასა“ და გახარიას შორის იძაბება, არამედ გამოიკვეთა სალომე ზურაბიშვილის „მარგველაშვილიზაციის“ პროცესიც. კერძოდ, პრეზიდენტმა პარიზში ფრანგული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა – კოალიციური მთავრობა საჭირო და აუცილებელიაო. ვინც ინტერვიუ ბოლომდე ჩაიკითხა, ადვილად მიხვდება, რომ სალომე ზურაბიშვილი სულაც არაა კატეგორიული და კოალიციურ მთავრობას თეორიულ ასპექტში განიხილავს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ამ განცხადებას ისეთი მძაფრი რეაქციები მოჰყვა, ადვილად მიხვდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ კატეგორიულად არ სურს არც ვადამდელი არჩევნები და არც კოალიციური მთავრობა. არადა, შარლ მიშელს მთელი ძალისხმევით არწმუნებდნენ, ოპოზიციას არა მხოლოდ მინისტრთა კაბინეტში პოსტებს, არამედ საპარლამენტო კომიტეტებსაც დავუთმობთო. აბა, ბატონებო, კოალიციური მთავრობა სხვა კი არაფერია!
Кровавые баннеры на тбилисских улицах, предвыборная реклама - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
არჩევნები 2021
ჩამოვა თუ არა სააკაშვილი საქართველოში – ადგილობრივი არჩევნების მთავარი მოვლენა?
უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, რომელიც, წესით, ყველაზე ახლოს უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილთან, საკმაოდ კატეგორიულად კითხულობდა, ვისთან უნდა შევქმნათ კოალიცია, „ნაცებთან“ თუ გახარიასთანო. ანუ, როგორც ჩანს, ვოლსკი სწორედ მათ თვლის ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად. თუმცა, გახარიას გამოკლებით, თუ კოალიციურ მთავრობაზე დაიწყება საუბარი, ყველა იმ ძალას, ვისაც პარლამენტში წარმომადგენლობა ჰყავს, გაუჩნდება სურვილი – ჰქონდეს თავისი გავლენის სფერო.
რამდენად რეალურია უახლოეს მომავალში საქართველოში კოალიციურ მთავრობაზე საუბარი? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნები გაყალბდა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, შემდეგ დასავლეთმა რეალურად განახორციელა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი საუბარი კოალიციურ მთავრობაზე.
პოლიტიკოსი ანზორ ბიწაძე საერთოდ ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ბიძინა ივანიშვილთანაა შეთანხმებული და ამით ის დასავლეთისა და, ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორების გულის მოგებას ცდილობს. მისი აზრით, შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იტყვის, აი, ბატონო, მე მინდოდა კოალიციური მთავრობა, მაგრამ ქართველმა ხალხმა სხვაგვარად გადაწყვიტა, არ არის ამის საჭიროებაო.
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ კოალიციური მთავრობა ცუდი არაა, მაგრამ მის ჩამოყალიბებას წინ ისეთი სოციალურ-ეკონომიკური კატაკლიზმები უძღვის, რომ ამას საქართველო ვერ გაუძლებს.

„საქართველოში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას რთული და ხანგრძლივი პროცესები უძღვის წინ, რასაც ჩვენი ქვეყანა ეკონომიურად ვერ გაუძლებს“, – ამბობს გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

იმის პროგნოზს, რა მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დღეს ყველა ერიდება. სიტუაცია იმდენად რთული და არაპროგნოზირებადია, არავინ იცის, რას გადაწყვეტს მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი და, საერთოდ, მივა თუ არა არჩევნებზე. როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს 2021 წლის 2 ოქტომბრის საღამოს, ეს ვერც პარლამენტის და ვერც მთავრობის შემადგენლობაზე ვერ მოახდენს გავლენას. რეალური გავლენა ამ არჩევნებმა მხოლოდ მაშინ შეიძლება მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე, თუ ის გაყალბდება ან უსამართლო არჩევნების შთაბეჭდილებას დატოვებს.
რომ გავიხსენოთ, 2003 წელსაც ადგილობრივი არჩევნებიდან დაიწყო „ვარდების რევოლუცია“ და ხელისუფლების ცვლილება. თუმცა დღეს ბევრი რამ სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როგორ ჩააბარებს ახლა გამოცდებს ქართული დემოკრატია.
რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, ის, შესაძლოა, დემოკრატიულია, მაგრამ შიდა დისკუსიებში ხშირად ბევრი დრო იკარგება. საქართველოს ნაკოვიდარი ეკონომიკა და სოციალური ფონი კი ახლა სასწრაფო დახმარებას საჭიროებს და არა პოლიტიკურ ბატალიებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას
ყველა ახალი ამბავი
0